ალმროტ რაიტის შესახებ…

პრესვიტარიანელი მღვდლის – ჩარლზ რაიტის ვაჟიშვილმა,გენიალურმა ინგლისელმა ბაქტეოროლოგმა და იმუნოლოგმა – ალმორტ რაიტი (1861-1947 წლები) მთელი თავისი ცხოვრება განუწყვეტელ ბრძოლა-ჭიდილში გაატარა. (ავტორი გენია.ჯი) იგი სიჭაბუკიდანვე დაუცხრომლად მიილტვოდა დამოუკიდებლობისაკენ.„ალმორტი ჩემი მარცხია,ჩემს ნებაზე ვერასოდეს ვერაფერს ვერ ვაკეთებინებდი.მუდამ დამოუკიდებლად იკაფავდა გზას”, – ამბობდა დედამისი.ალმორტს ყველგან კერძო მასწავლებლები ასწავლიდნენ და მან ძალიან კარგი განათლებაც მიიღო.უცხო ენების სიყვარული კი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა,რასაც ისიც ადასტურებს,რომ 62 წლის ასაკში შეისწავლა რუსული ენა,ხოლო ოთხმოცი წლის ასაკში კი ესკიმოსების ენის შესწავლას დაეწაფა.ამ ქვეყნად რაიტს ყველაზე მეტად პოეზია უყვარდა.მან ზეპირად იცოდა თითქმის მთელი ბიბლია,შექსპირი,მილტონის,დანტე ალიგიერის,გოეთეს,ბრაუნინგის,ვორდსვორტისა და კიპლინგის ყველა ნაწარმოები.ერთხელ გამოითვალა,რომ ზეპირად იცოდა ორას ორმოცდაათი ათასი ტაეპი.ასეთი მიდრეკილების მქონე კაცს თითქოს ლიტერატურული სარბიელი უნდა აერჩია სამოღვაწეოდ.ერთ ხანს მართლაც ასე აპირებდა.რჩევაც კი ჰკითხა თავისი ლიტერატურის მასწავლებელს,სახელგანთქმულ ედმუნდ დაუდენს.მასწავლებელმა აღნიშნული საკითხის შესახებ ალმორტს შემდეგი რჩევა მისცა: „თქვენს ადგილზე რომ ვიყო,მედიცინას თავს არ დავანებებდი; ესაა ყველაზე უკეთესი გზა ცხოვრებაში გამოსასვლელად.მაგრამ თუ შემდგომში მართლაც აღმოგაჩნდათ მწერლობის ნიჭი,შეძენილი გამოცდილება ცოდნის ფასდაუდებელ საგანძურად გექცევათ”.დაუდენი მართალი გამოდგა.ალმორტ რაიტი მოგვიანებით დიდი მეცნიერი გახდა და, ამავე დროს,შესანიშნავი მწერალიც,რომელსაც სახელოვანმა ირლანდიელმა დრამატურგმა – ჯორჯ ბერნარდ შოუმ,რომელიც თითქმის არასოდეს აქებდა ვინმეს,ერთხელ ასეთი რამაც კი უთხრა – „თქვენ ჩემზე ნაკლებ როდი გემარჯვებათ კალამიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>