პენიცილინის ისტორიიდან…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ბატერიული ინფექციების უებარი სამკურნალო საშუალება (ანტიბიოტიკი) – „პენიცილინი” აღმოჩენილი იქნა დიდი შოტლანდიელი ბაქტეოროლოგის – ალექსანდრე ფლემინგის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მალევე „პენიცილინის” სახელწოდების შესახებ დავა იქნა წარმოშობილი; ზოგიერთი ფირმა მოითხოვდა,რომ მის გარდა არავის გაეყიდა ეს პრეპარატი ამ სახელწოდებით.სიტუაცია ისე გამწვავდა,რომ ფლემინგი იძულებული გახდა ამ დავაში ჩარეულიყო. 1929 წელს მან გამოიგონა ეს სიტყვა,რომელიც მოგვიანებით მეცნიერულ ტერმინად იქცა და ყველამ მიიღო.ამდენად,არავის შეეძლო მისი მითვისება.დიდ მეცნიერს მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყნის მთავრობებმა, და საკითხი დადებითად გადაწყდა.მიუხედავად ამისა,საჭირო იყო,თვით ინგლისშიაც კი,თვალყურის დევნება ამ სიტყვის ხმარებაზე.როგორც კი ხმა დაირხა პენიცილინის სასწაულმოქმედი წამლის აღმოჩენაზე,მაშინვე გაჩნდნენ „თანამგზავრები” – პენიცილინის ათასგვარი საცხი.თვალის წვეთები,ლოსიონები,აბები,პენიცილიანი კოსმეტიკური კრემები.ალექსანდრე ფლემინგი თავის მხრივ,გულიანად ერთობოდა ამ ამბებით, და ერთხელ მორტიმერს აღნიშნული საკითხის შესახებ განუცხადა – „ადვილი შესაძლებელია,რეკლამა კი ასეთი იქნება: ვერ წარმომიდგენია,კიდევ რა შეუძლიათ გამოიგონონ.სულაც არ გამიკვირდება,პენიცილიანი ტუჩის პომადა რომ გამოუშვან გასაყიდადო”, – რაზეც მორტიმორმაც ხუმრობითვე უპასუხა: „აკოცეთ ვისაც გინდათ,სადაც გინდათ,როგორც გინდათ, და თქვენ დაზღვეული იქნებით უსიამოვნო შედეგებისაგან (გარდა ქორწინებისა),თუ იხმართ ჩვენს პენიცილიან ტუჩის პომადას”.
პენიცილინის მასობრივი წარმოება ფარმაცევტულმა ქარხნებმა მხოლოდ 1943 წლიდან დაიწყეს. – (ავტორი გენია.ჯი)