ედინბურგის უნივერსიტეტი – „ეპიზოდი”
შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში,იგივე – „ედინბურგის უნივერსიტეტში”,რექტორს თავად სტუდენტები ირჩევენ, და რაკი ეს თანამდებობა ძირითადად საპატიოა,ამიტომ მუდმივად ადგილზე ყოფნაც არაა სავალდებულო. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ის კია,რომ რექტორი თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის სენატში – უმაღლეს ადმინისტრაციულ და საფინანსო ორგანოში.ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვა მრავალი ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან განსხვავებით ძალიან კარგი პრივილეგია აქვთ მინიჭებული.კერძოდ,მათ შესაძლებლობა ენიჭებათ თავად აირჩიონ რექტორად ის პერსონა,ვისაც ისინი პატივს სცემენ და თავიანთ მასწავლებლად თვლიან.
უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისას თითოეულ კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს არანაკლებ ოცი სტუდენტისაგან შემდგარი ჯგუფი,რომელიც თავის მხრივ,გააფთრებულ კამპანიას ატარებს თავისი რჩეულის დასაცავად,ავრცელებს პლაკატებსა და ლოზუნგებს; აფიშების გაკვრის პროცესში (ძირითადად ღამით) ედინბურგის ქუჩებში ორგანიზებული ბრძოლაც კი მიმდინარეობს ერთმანეთთან საარჩევნოდ დაპირისპირებული კანდიდატების მხარდამჭერ სტუდენტებს შორის.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ედინბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირად არჩევა ძალიან დიდ პრესტიჟსა და პატივს წარმოადგენს ნებისმიერი სწავლულისათვის.ცნობისათვის,ამ უმაღლესი სასწავლებლის რექტორის პოსტი თავის დროზე ეკავათ ისეთ გამოჩენილ პიროვნებებს,როგორებიც გახლდნენ გაერთანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი,დიდი შოტლანდიელი არქეოლოგი და სწავლული – ადამ ალექსანდერ სმითი და სხვები.ხოლო ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს კი წარმოადგენდნენ ისეთი გენიოსები,როგორებიც იყვნენ – სერ უოლტერ სკოტი,ჯეიმზ ბოსუელი,ალექსანდრე ბელი,რობერტ ლუის სტივენსონი,დევიდ იუმი,ჩარლზ დარვინი,ჯეიმზ კლარკ მაქსველი,არტურ კონან დოილი და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)