ერნან კორტესი – „ეპიზოდი”
„კორტესს საოცრად ეხერხებოდა ინდიელების სისხლი და ოფლი ოქროდ ექცია.მხოლოდ ღმერთმა იცის,ეს სიმდიდრე რამდენი ინდიელის სიცოცხლედ ღირდაო”, – მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავდა კორტესის ერთ-ერთი ბიოგრაფი თავის ნაშრომში აცტეკების იმპერიის დამაქცევარი ესპანელი კონკისკადორის – ერნან კორტესის (1485-1547 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) კორტესი რომ ინდიელების ქვეყანაში სამტროდ იყო ჩასული,ეს აცტეკთა იმპერატორმა – მონტესუმა II-მ პირველად მაშინ იეჭვა (მანამდე სხვებიც ხშირად ეუბნებოდნენ),როდესაც ტენოჩტიტლანში „მეგობრად” მიღებულ ესპანელებს ომის ღმერთის – „უოცილოპოჩტლის ტაძრის” გიგანტური წაკვეთილი ფორმის პირამიდის თავზე უმასპინძლა.
ტაძრის თავზე,ფართო მოედანზე აგებული იყო ორი კოშკის ფორმის საკურთხეველი.კოშკების წინ სამსხვერპლოები იდგა,რომლებშიც დღედაღამ ცეცხლი ენთო.
ერნან კორტესსა და მის თანმხლებ პირებს ტაძრის თავზე მონტესუმა შეეგება.
- ალბათ ჩვენს დიად ტაძარზე ამოსვლით დაიღალეთ კიდეც?! – თანაგრძნობით ჰკითხა მონტესუმამ კორტესს.
- ესპანელები არ იღლებიან, – მედიდურად და ერთობ თავხედურად უპასუხა „მეგობარმა” ესპანელმა კონკისკადორმა აცტეკთა ცრუმორწმუნე და ლაჩარ იმპერატორს. და აკი არც დაღლილან: მათ დაუღალავად მოსრეს მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხის – აცტეკების უდიდესი ნაწილი. – (ავტორი გენია.ჯი)