იცით თუ არა,რომ
1. დანტესის მიერ დუელში დაჭრილ სახელოვან რუს პოეტს – ალექსანდრე პუშკინს პეტერბურგის საუკეთესო ქირურგები – იმპერატორის ლეიბ-მედიკოსი – არენდტი და პროფესორი სალომონი მკურნალობდნენ.ტყვიის შემავალი ხვრელი მუცლის წინა კედელზე იყო განთავსებული.გაარღვია რა მისი რბილი ქსოვილები,ტყვიამ შიგნითა მხრიდან დაამსხვრია თეძოს ძვალი,ზერელედ დააზიანა წვრილი ნაწლავის მარყუჟი და ძვლის შემხები მხრიდან გავაში გაეჩხირა.გასათვალისწინებელია ისიც,რომ პოეტის სისხლის დანაკარგიც არ იყო ფატალური,არც ნაწლავები გახვრეტია და თავისუფლად იყო შესაძლებელი ოპერაციის გაკეთება მანამდე,სანამ ინფექცია მუცლის აპკს მოედებოდა.შესაბამისად,ავადმყოფობის კლინიკის ობიექტური ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ დღეს ადვილად შეიძლებოდა პუშკინის გდარჩენა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ტლაშკალელ ინდიეთა ქვეყანას – ტლაშკალას,რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო აცტეკების იმპერიის განადგურებაში კორტესის ხელმძღვანელობით,ინდიელთა ენაზე – „პურის ქვეყანა” ეწოდებოდა.
* * *
3. „უნდა გადადიოდეს გულიდან გულში”, – ასე წააწერა „სადღესასწაულო მესის” თავფურცელზე ავტორმა,გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა.
* * *
4. XVIII საუკუნის გერმანიაში ძალიან დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ კურფიურსტების (თავადები ფეოდალურ გერმანიაში) დაქვემდებარებაში მყოფი მუსიკოსები.ამის სამაგალითოდ კი ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის – ბენედეტო მარჩელოს ბონის კურფიურსტისადმი მიწერილ წერილს მოვიტან,რომელსაც ბენედეტო შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ვკოცნი რწყილების ნაკბენთა კვალს თქვენი ბრწყინვალების ძაღლის ფეხზე”.
* * *
5. იმ უზარმაზარი წითელი ქვის შესახებ,რომელიც დიდი ამერიკელი მწერლის – ჯეკ ლონდონის საფლავზეა აღმართული,მწერალი ამბობდა: „ქვა,რომელიც მუშებს არ გამოადგათ” (მას მხედველობაში ჰქონდა ლიტერატორის სახლის აშენების დროს მუშების მიერ დაწუნებული ქვა). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ეგეოსის ზღვაში განთავსებულ კუნძულ ლესბოსზე,რომელმაც სახელი გაითქვა,როგორც ლეგენდად ქცეული ბერძენი ლირიკოსი პოეტი ქალის – საფოს დაბადებისა და ცხოვრების ადგილმა,უძველეს ეპოქებში – ღვინოს – „აფროდიტეს რძედ” მოიხსენიებდნენ.
* * *
7. ძველი პერიოდის შვედეთში სრულიად დასაშვებ მოვლენად მიიჩნეოდა,თუ ცეკვის შემდეგ ბიჭი გოგონას სახლამდე მიაცილებდა და ღამესაც მის გვერდით გაატარებდა.ამას კი თავის მხრივ, – „მეგობრობის საწოლს” უწოდებდნენ.
* * *
8. ამბობენ,რომ არგენტინის პირველმა ლედიმ 1946-1952 წლებში – ევიტა პერონმა თავისი კარიერა ლამაზ და გავლენიან მამაკაცებთან სარეცლის გაყოფით დაიწყოო.მოგვიანებით კი,როდესაც იგი ქვეყნის პრეზიდენტის ცოლი გახდა,შეეცადა,არგენტინაში მეძავობის ლეგალიზებისათვის მიეღწია.
* * *
9. გამოჩენილ ძველ ბერძენ პოეტ ქალს – საფოს,რომელსაც მამაკაცები არანაკლებ იზიდავდა,ვიდრე ქალები,რაოდენ საკვირველი და ამაზრზენიც არ უნდა იყოს,საკუთარი ძმის ცოლი ანუ – რძალი შეუყვარდა სიგიჟემდე,თუმცა მისგან საპასუხო ვნების ალს ვერ ეღირსა.აღნიშნული საკითხის ირგვლივ და-ძმას შორის მუდმივად დავა მიმდინარეობდა,რის გამოც საფოს ძმა იძულებული გახდა ცოლთან ერთად სხვა მხარეში გადასახლებულიყო.
* * *
10. „საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ”. – განაცხადა ერთობ ექსცენტრიულმა და გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა – სალვადორ დალიმ,რომელსაც შვილები არ ჰყოლია. – (ავტორი გენია.ჯი)