რა უწინასწარმეტყველა რექტორმა მეისლინგმა ჰანს კრისტიან ანდერსენს?!
„ზღაპრების მეფედ” წოდებულმა დიდმა დანიელმა მეზღაპრემ და პოეტმა – ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875 წლები) სლაგელსეს ლათინურ სკოლაში სწავლის პერიოდში აღნიშნული სასწავლებლის რექტორს მის მიერ დაწერილი ლექსი,სახელწოდებით – „მომაკვდავი ყრმა” მიუტანა და უნივერსიტეტში მოწყობის მსურველი მოსწავლე გულისფანცქალით დაელოდა მის შეფასებას. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც მეისლინგი ანდერსენის ლექსს გაეცნო,რექტორს სახე დამცინავმა ღიმილმა მოუღიცა:
- სისულელეა! – მკვახედ წამოისროლა მან და დაჭმუჭმნული ფურცელი იატაკზე დააგდო.წერა-კითხვის უცოდინარი მწერლუკები,რომლებიც თავის ნაწარმოებებს ღობეებზე ჯღაბნიან და ბაზრებში გაჰკივიან,თავისუფლად შეიძლება თქვენს მოძმეებად ჩავთვალოთ! ნუთუ ამ ნათითხნის გულისათვის სარგებლობთ ბოროტად თქვენი კეთილისმოყფელთა ნდობით,რომელთაც მაწანწალა მათხოვარი შეგიფარეს! ვერასოდეს ვერ ეღირსებით სტუდენტობას.უნივერსიტეტი თქვენნაირებისთვის არ არსებობს.საგიჟე – აი თქვენი მომავალი სამყოფელი! – თუ როგორ ახდა მეისლინგის წინასწარმეტყველება ანდერსენის დიდებული ბიოგრაფიიდანაც კარგად ჩანს. – (ავტორი გენია.ჯი)