ჯეკ ლონდონის „მგლის სახლი”
როგორც თავგამოდებულმა ინდივიდუალისტმა,იმ პერიოდისათვის ყველაზე შემოსავლიანმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ჯეკ ლონდონმა (1876-1916 წლები) გრანდიოზული სასახლის აშენება გადაწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ხარჯთაღრიცხვით,სახლის აშენება 50 000 ამერიკული დოლარი უნდა დამჯდარიყო,თუმცა 1913 წლისათვის მისმა დანახარჯმა მშენებლობაზე 80 000 ამერიკულ დოლარს მიაღწია.ჯეკი აცხადებდა,რომ იშენებდა „საგვარეულო ციხე-დარბაზს”.როგორც ცნობილია,ალასკელი ინდიელები თეთრკანიან დამპყობლებს „მგელს” ეძახდნენ.ამ სიტყვამ თავის მხრივ,დაიპყრო მწერლის წარმოსახვა – მან ხომ მანამდეც თავი მძლეთამძლედ – მგლად წარმოიდგინა.გარდა ამისა,იგი თავისი ნაწარმოებებისთვის სახელების შერჩევის დროსაც ხშირად სარგებლობდა ამ სიტყვით: „მგლის შვილი”,„ზღვის მგელი”,ჯორჯ სტერლინგისათვის გაგზავნილ წერილებსაც ასე აწერდა – „მგელი”.სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მან თავისი უზარმაზარი სახლისათვის – “მგლის სახლი” ეწოდებინა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯეკ ლონდონის გადაწყვეტილებით სახლი უთუოდ ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაგებობა უნდა ყოფილიყო მთელს ამერიკაში; ამის მისაღწევად იგი მზად იყო ყოველგვარი ხარჯი გაეწია.სახლის მასიური წითელი ქვისაგან უნდა აშენებულიყო,რომლითაც უჩვეულოდ მდიდარი იყო „მთვარის ხეობა” (ჯეკ ლონდონის ნაწარმოებში მოყვანილი ხეობა); ხის კონსტრუქციები დამზადდა ესქვოიისაგან,რომელთა წლოვანება ასეული წლებით განისაზღვრებოდა.სან-ფრანცისკოდან მწერალმა მიიწვია საუკეთესო არქიტექტორები და ბევრი ბედნიერი საათი გაატარა მათთან ერთად ფიქრებში ნახაზებზე,ოთახების განლაგების დაზუსტებაზე,ექსტერიერის ისეთნაირად დაპროექტებაზე,რომ შენობა ორგანულად შეხამებოდა გორაკებს.სანტა-როზაში მოძებნა დახელოვნებული კალატოზი – იტალიელი ფრონი და ისეთი სახლის აგება დაავალა,რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა: ქვის ყოველი დიუმი უნდა გარეცხილიყო წყლით და გაფხეკილიყო ფოლადის ჯაგრისით; კედლები მტკიცედ უნდა მდგარიყვნენ – ამისათვის საჭირო იყო მეტი ცემენტი და ნაკლები კირი.სახლი ორმაგად,ზოგ ადგილებში კი სამმაგადაც იქნა გადახურული.
ასეთი გრანდიოზული მშენებლობისათვის ჯეკ ლონდონი შეუბრალებლად გააკრიტიკეს – სოციალისტურ პრინციპებს უღალატა და თავითვის ციხე-დარბაზს იშენებსო.პაილი კი ამბობდა: „რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს „მგლის სახლი”,ჯეკი კაპიტალისტი არაა; იგი მან თავისი ხელფასით ააგო.როცა „მგლის სახლს” ყველანი ციხე-დარბაზს უწოდებდნენ,იგი უარყოფდა და ამბობდა,რომ მეფური სექვოიები და წითელი ქვა მისი საკუთრებაა,ხოლო თუ სახლი იუსტინიანეს ან ცეზარის სასახლეს ჰგავს,ეს ბედნიერი შემთხვევითობაა,რაშიც მას ერთი დოლარიც არ დაუხარჯავს”.
ბოლოს,როგორც იქნა,დადგა ნანატრი დღე – სახლის დალაგების დღე.მაგრამ მწერლის-და საუბედუროდ,მეორე დღესვე „მგლის სახლი” ცეცხლის ალში გაეხვია.იმ ბორცვზე,სადაც მღეროდა ხოლმე ჯეკ ლონდონი,ახლა გაქვავებულ სახიანი კაცი იდგა.მის თვალწინ ღრიალით ბობოქრობდა ჯოჯოხეთური ცეცხლი.ერთდროულად იწვოდა სახლის ყველა ნაწილი; აგვისტოს შუა რიცხვები იყო,წყალი არსად მოიძეოდა.ჯეკს მეტი აღარაფერი დარჩენოდა.გარდა იმისა,რომ აცრემლებული სახით მდგარიყო და ეცქირა,როგორ იწვოდა და ინგრეოდა მისი ცხოვრების კიდევ ერთი სანუკვარი ოცნება – „მგლის სახლი”.
მწერალი დარწმუნებული იყო,რომ სახლს ვიღაცამ განზრახ გაუჩინა ცეცხლი.ამიტომაც განაცხადა მან მოგვიანებით – „მე მერჩია ვყოფილიყავი ის,ვისაც სახლი დაუწვეს,ვიდრე ის,ვინც დაწვაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ხანძრის მიერ ნანგრევებად ქცეული – „მგლის სახლი”