ზურაბ კაკაბაძე – „ფულის ფეტიშიზმი”
„ადამიანი,ნაცვლად იმისა,რომ თავისი ცხოვრების შინაგანი ტენდენციების მიხედვით ზომავდეს და აფასებდეს საგანს,ამ უკანასკნელით ზომავს და აფასებს თავის ცხოვრებას,თვითონ ემორჩილება მას და მის განკარგულებაში ექცევა.ყოველივე ამით ადამიანი ჰკარგავს თავისუფლებას,შემოქმედებით აქტივობას,გარეგანსაზღვრული და შეზღუდული ხდება.ესაა ფეტიშიზმის არსი (საგანი,რომელსაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ,უფრო ხშირად ხელთნაკეთი საგანი,რომელზეც ჰგონიათ,რომ სხვებზე ძალაუფლება აქვს – ავტორი გენია.ჯი).ფეტიშიზმის მარტივი და პოპულარული მაგალითის სახით შეიძლება დავასახელოთ ფულის ფეტიშიზმი.ფული წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას.მაგრამ,რა თქმა უნდა,იგი ღირებულია არა თავისთავად,არამედ მხოლოდ ადამიანისათვის.ამასთან,ფული ღირებულია ადამიანის ცხოვრებისათვის არა ყოველმხრივ,არამედ რაღაც მხრივ – იგი ხელს უწყობს ადამიანის გარკვეულ ურთიერთობათა მოწესრიგებას,მაგრამ მას არავითარი ძალა არა აქვს რაღაც სხვა ადამიანურ,შესაძლოა უფრო მნიშვნელოვან,ურთიერთობათა მოწესრიგების მხრივ.ფულის ღირებულება,ნორმალურ შემთხვევაში,იზომება ადამიანის ღირებულებით,უფრო ზუსტად,გარკვეულ ადამიანურ ურთიერთობათა ღირებულებით.მაგრამ არსებობენ ადამიანები,რომლებიც ფულს მიაწერენ თავისთავადსა და აბსოლუტურ,უპირობო და განუსაზღვრელ ღირებულებას.ფული მიაჩნიათ მათ ადამიანის ბედნიერების სრულ გარანტიად,ფულადი სიმდიდრე მიაჩნიათ ღირსების უპირველეს მაჩვენებლად; ანუ ადამიანის ღირებულებით კი არ ზომავენ ფულის ღირებულებას,არამედ,პირიქით,ფულის ღირებულებით ზომავენ ადამიანის ღირებულებას”.