„დამაკვირდი”
1. „განდიდებულ ადამიანში ნადირი იღვიძებს… თუ ის ადამიანი არაა”. – აკაკი გელოვანი
* * *
2. „ოჯახის სიმყუდროვეს თავისი სითბო აქვს,მიეფიცხები და თბები.მთელ ქვეყანას სწვდება ეს სითბო.ვაი იმას,ვისაც ეს არ უგრძვნია.სიცივეს კაცი მოუკლავსო,უთქვამს ხალხს.ოჯახის კაცს გულში პაწაწინა მზე აქვს და სხვასაც ათბობს.მონატრება სცოდნია ოჯახის სიმყუდროვეს”. – თამაზ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „უფერული ცხოვრება არაა უხიფათო.ზოგჯერ ადამიანებს მისი სისხლით შეფერადების სურვილი უჩნდებათ. – სტანისლავ ეჟი ლეცი
* * *
4. „თანამედროვე კონფლიქტების მოსაგვარებლად ომი მოძველებული საშუალებაა”. – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
* * *
5. „მე უნდა ველაპარაკო ადამიანებს ცუდზე,რათა ისინი საკმაოდ გაბრაზდნენ”. – უილიამ ფოლკნერი
* * *
6. „უსინდისობა,რაც არ უნდა პატარა იყოს,მერე გაიზრდება,ბოროტებად გადაიქცევა და ვინმეს უსათუოდ იმსხვერპლებს”. – თამაზ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ნუ ქექავ – ნუ აყროლებ”. – ძველი რომაული სიბრძნე
* * *
8. „სატანის მსახურთ სატანური ფილოსოფია აქვთ: ხალხი ბალახსა ჰგავს,მოთიბავ – ისევ ამოვა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „უთანასწორობა ბუნების კანონია, – იყო პირველი ცოდვიდან დაწყებული,არის და იქნება ქვეყნის აღსასრულამდე”.
* * *
10. „ასეა,ფული ყოველთვის გამოგადგება.მთავარია ის გქონდეს”.