გენიალური ამონარიდი მიგელ დე სერვანტეს საავედრას ბიოგრაფიიდან…
ერთ გონიერ კაცს უთქვამს – „ქვეყნად ყველაფერი ხდება – შიმშილი კი ზოგჯერ ისეთ რასმე შეგათხზევინებს ადამიანს,რასაც ძვირად გაიგონებს,დაიჯერებს და წიგნშიც იშვიათად წაიკითხავს კაციო”.
უკიდურეს სიდუხჭირესა და აუტანელ ყოფაში მაცხოვრებელი ხელგამხმარი გენიალური ესპანელი მწერლის - მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ ფაქტს გადმოგვცემს „დონ კიხოტის” ცენზორი. (ავტორი გენია.ჯი) ცენზორის გადმოცემის თანახმად,მას შემდგომ,რაც საფრანგეთის ელჩის ერთ-ერთ გონებამახვილ თანმხლებ პირს შეუტყვია,რომ მსოფლიო ლიტერატურის „მამა” სამშობლოში ერთობ დაუფასებელი გახლდათ (ცნობისათვის,ესპანეთის ხელისუფლებამ საავედრას,იმ მამაც საავედრას,რომელმაც სამშობლოს მარჯვენა ხელი შესწირა ლეპანტოს ბრძოლაში,ხოლო ქვეყანას სახელი გაუთქვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,დახმარების სახით ყოველდღიურად – ერთი პური დაუნიშნა.აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ ესპანეთის ხელისუფლების მიერ მეუღლისადმი დაუფასებლობით გამწყრალი სერვანტესის მეუღლე – კატალინა ხშირად შეაჩვენებდა ხოლმე ამისათვის მთავრობას და ქმარს მოუწოდებდა მათხოვრული დახმარების მიღებაზე უარი განეცხადებინა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ თავად თავმდაბალი საავედრა ერთობ კმაყოფილი იყო ხელისუფლების მიერ მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით და ცოლს ამ სიტყვებით ამშვიდებდა: „ – კატალინა,ჩემო ძვირფასო! წარმოგიდგენია,რაოდენ დიდი პატივი დამდო სამშობლომ? ესპანეთმა ვიღაც საავედრას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერთი პური დაუნიშნა.ბიბლიურად რომ განვმარტოთ, – პური ჩვენი არსობისა!”),განცვიფრებულა და ერთობ ენამოსწრებულად,წინასწარმეტყველივით უთქვამს:
„თუკი სერვანტესს სიღატაკე აიძულებს წეროს,ღმერთმა ინებოს,რომ მას უზრუნველი ცხოვრება არც ღირსებოდეს,რადგან მისი სიღატაკე მთელ მსოფლიოს გაამდიდრებსო”.
სწორედ ამიტომ ავღნიშნე ზემოთ: „ქვეყნად ყველაფერი ხდება – შიმშილი კი ზოგჯერ ისეთ რასმე შეგათხზევინებს ადამიანს,რასაც ძვირად გაიგონებს,დაიჯერებს და წიგნშიც იშვიათად წაიკითხავს კაციო”.- (ავტორი გენია.ჯი)