იცით თუ არა,რომ
1. რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული ჯიუტი გერმანელი სასულიერო პირი,თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი – მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები) „გერმანული სალიტერატურო ენის ხუროთმოძღვრად” არის წოდებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. რომის პაპი – პავლე VI კათოლიკური ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი გახლდათ,რომელმაც 1968 წელს ფეხი დადგა ლათინური ამერიკის მიწაზე (კოლუმბიას ეწვია).ცნობისათვის,პავლე VI იყო ის პირველი რომის პაპიც,რომელმაც დაარღვია ტრადიცია,დატოვა ევროპის მიწა და იერუსალიმს ეწვია ქრისტეს საფლავის მოსალოცად.
* * *
3. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა გერმანულენოვანმა ჩეხმა მწერალმა – ფრანც კაფკამ საცოლე სამჯერ დანიშნა და სამივეჯერ თვითონვე გააუქმა ნიშნობა (ორჯერ ერთსადაიმავე ქალიშვილთან).
* * *
4. გენიალური ესპანელი მხატვარი – სალვადორ დალი საკუთარ თავს – „დიდ პროვოკატორს” უწოდებდა და შენიშნავდა,რომ პროვოკატორობა დედის მუცლიდანვე დაჰყვა.
* * *
5. „საქართველოს უგვირგვინო მეფედ”‘ წოდებულმა 25 წლის ასაკში მყოფმა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და მოაზროვნემ – ილია ჭავჭავაძემ 1863 წლის 10 აპრილს 20 წლის ოლღა გურამიშვილზე დაიწერა ჯვარი.ჯვრისწერისრელიგიური ცერემონიალი ჩატარებული იქნა მღვდლის – ნიკოლოზ არდაზიანის მიერ.
* * *
6. დიდი ინგლისელი მწერლის – ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში უცნაური როლი ითამაშა სამმა დამ – ქეთი,მერი და ჯორჯინა ჰოგარტებმა.გასაოცარია,თუმცა ფაქტია,რომყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული ინგლისელი მწერალი სამივეს ეტრფოდა.ერთი უყვარდა,მეორეზე დაქორწინდა,მესამე კი მისი შვილების აღმზრდელი გახდა.
* * *
7. მოცალეობის ჟამს საქართველოს დაუძინებელი მტერი,სპარსეთისსისხლიანი მბრძანებელი – შაჰ-აბასი სამიჯნურო ლექსებს წერდა.
* * *
8. ესპანელი დიქტატორის – ფრანსისკო ფრანკოს დაქვემდებარებაში მყოფი ლიტერატორები მიგელ დე საერვანტეს საავედრას უკვდავ ქმნილებას – “დონ კიხოტს” – „კუმუნიზმის წინამორბედად” მოიხსენიებდნენ.
* * *
9. XVI საუკუნის ესპანეთსა და ზოგადად,ევროპაში,მეაფთიაქის პროფესია არსიტოკრატებისათვის სამარცხვინო საქმიანობას წარმოადგენდა.
* * *
10. მას შემდეგ,რაც გამოჩენილი ამერიკელიმ ნოველისტისა და პოეტის – ედგარ ალან პოს ნაწარმოებებს „შემზარავი მოთხრობები” უწოდეს,თავმოყვარეობაშელახულმა პომ ასეთი სახის განცხადება გააკეთა: „ეს „შემზარავი’ ამბები ჩემს მოთხრობებში გერმანიიდან კი არ მომხვდარა,არამედ ადამიანის სულებიდანო…” – (ავტორი გენია.ჯი)