ფრანც კაფკას ლიტერატურული გემოვნება
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ გერმანულენოვან ჩეხ მწერალს – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) ლიტერატურული გემოვნების შესახებ ცნობილია,რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ისეთი ტიტანი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის შემოქმედება,როგორიც გახლდათ – იოჰან ვოფგანგ ფონ გოეთე. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,თავად კაფკას შემოქმედებაზე იმდენად დიდი გავლენა გოეთეს არ მოუხდენია,რამდენიც მოახდინა სახელოვანმა გერმანელმა მწერალმა და დრამატურგმა – ჰაინრიხ ფონ კლაისტმა.ცნობილია ისიც,რომ კაფკას ბალზაკს ფლობერი ერჩია,ტოლსტოის დოსტოევსკი და იბსენს სტრინდბერგი.ამ უდიდესი მწერლის შემოქმედებაზე ასევე აისახა ჩარლზ დიკენსის შემოქმედების გავლენა.ფრანცის რომანი – „ამერიკა” სწორედ რომ დიკენსის გავლენით არის შექმნილი.მოთხრობების ჟანრში კაფკა ანტონ ჩეხოვს ანიჭებდა უპირატესობას.ლიტერატორს არ უყვარდა ისეთი გამოჩენილი ადამიანის შემოქმედება,როგორიც გახლდათ XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი – შარლ ბოდლერი; თაყვანს სცემდა ეპიკური ჟანრის რომანის გერმანელ დიდოსტატს – თომას მანს (მის შესახებ კაფკა წერდა,რომ თომასი გახლდათ ის ლიტერატორი,რომლის ნაწერების მიმართ შიმშილს განვიცდიო) ; მოსწონდა გერმანელი ნოველისტის – ალფრედ დობლინისა და ავსტრიელი მწერლის – ჰუგო ფონ ჰოფმანსთალის შემოქმედება; ფრანცი დაინტერესებული გახლდათ ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით და დანიელი ფილოსოფოსის – სორენ კირკეგორის ექსისტენციალური პრობლემატიკით.თვითონ ფრანც კაფკას მსოფლმხედველობაზე ორიოდე სიტყვა რომ ვთქვათ,მას მიაჩნდა,რომ თანამედროვე ადამიანური სამყაროს ჭეშმარიტება საშინელი ჭეშმარიტებაა.„მე ვარ დასასრული ან დასაწყისიო”, – წერდა ფრანც კაფკა. – (ავტორი გენია.ჯი)