რა უპასუხა იროკეზმა ბელადმა კათოლიკე მისიონერს?
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩასული კათოლიკე მისიონერები იროკეზების ინდიელი ხალხის ბელადებს სახარებას უჩვენებდნენ და ქრისტეს ჯვარცმის ისტორიას უამბობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთმა წარმართმა და ამაყმა იროკეზმა ბელადმა,რომელსაც კათოლიკე მისიონერმა იესოს ცხოვრების შესახებ მიაწოდა ცნობები,ისტორიის დასასრულს გაოცებისაგან მხრები აიჩეჩა და ქრისტეს ტაძრის მსახურს შემდეგი საპასუხო კითხვით მიმართა: „რად მინდა თქვენი მოკვდავი ღმერთი,როცა თვითონ უკვდავი ღმერთი მყავს? რა ღმერთია ის,რომელიც ადამიანებმა მოკლეს? და რა ადამიანები არიან ისინი,რომელთაც ღმერთი მოკლეს?” – (ავტორი გენია.ჯი)