ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”

ადრეულ ასაკში დაობლებული დიდი ამერიკელი მწერალი,პოეტი და ესეისტი -ედგარ ალან პო (1809-1849 წლები) შვილობილად აიყვანა ჯონ და ფრენსის ალანების უშვილო წყვილმა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ლიტერატორის ერთ-ერთი ბიოგრაფი – ჰერვი ალენი გვამცნობს,მამობილი თავის გერს დღენიადაგ ჩასჩიჩინებდა,რომ – ფრენსისი მისი ნამდვილი დედა არ იყო.ჯონის ასეთმა დამოკიდებულებამ ედგარში მამობილისადმი დიდი სიძულვილი გამოიწვია,რაც არაერთხელ აგრძნობინა კიდეც.ამ მიზეზითვე მოიხსენიებენ ლიტერატორის ბიოგრაფები ჯონის ხშირად არა „მამობლად”,არამედ  – „მეურვედ”. და სწორედ ამიტომაც წერდა ჯონ ალანი 15 წლის ასაკში მყოფი პოს შესახებ შემდეგ ედგარის უფროს ძმას უილიამ ჰენრი პოს: „ის მე არაფერს მიკეთებს და სულ მუდამ პირქუში,დაღვრემილი და გაბოროტებულია,ასეთი აზრისაა მთელი ოჯახი.რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი,ვერ განუგუა – სწორედ ისევე,როგორც არ მესმის,რად ვეგუებოდი ასე დიდხანს მის ასეთ საქციელს.ბიჭს არა აქვს ჩვენგან რომელიმესადმი სიყვარულის ნატამალიც კი,არც მადლიერების გრძნობა ამ სიკეთისა და ზრუნვისათვის.მე კი იმას ისეთი განათლება მივაღებინე,თავად მე რომ არა მაქვს”.

მას შემდეგ,რაც რიჩმონდელი კომერსანტი – ჯონ ალანი გარდაიცვალა,აღმოაჩინეს,რომ მის მიერ შედგენილ ანდერძში,იმ უზარმაზარი თანხიდან,რაც მას ამიერში დარჩა (750 000 ამერიკული დოლარი),შვილობილისათვის სრულიად არაფერი გამოუმეტებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>