ოთარ ჭილაძის ფილოსოფიიდან…
„შენ კი არა გაქვს არჩევანის უფლება,არამედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,თუ რა ამოგივა ბედის ყუთიდან,რა ეწერება იმ ფურცელზე,ფურცლის იმ ნაგლეჯზე,რომელსაც,თავისი მიუდგომლობისა და სამართლიანობის დასადასტურებლად,ზღვის ვირთხას ამოაღებინებს ყუთიდან ბედის მწერალი. (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრებაში პატარაც ისევე საჭიროა,როგორც დიდი,თუნდაც იმიტომ,უფრო ნათლად რომ წარმოაჩინონ ერთმანეთი.ასე რომ,სხვა დროს რომ დავბადებულიყავი,ანდა ფურცლის სხვა ნაგლეჯისთვის რომ ჩაევლო ვირთხას თავისი აცმაცუნებული ტუჩები,შეიძლება… თუმცა,ესეც გამორიცხულია: სხვა დრო არ არსებობს; არც სხვა ფურცელი.მაშინ მოდიხარ ამ ქვეყანაზე,როცა უნდა მოხვიდე, და ზღვის ვირთხასაც სწორედ ის ფურცელი ამოაქვს ბედის ყუთიდან,რომელიც უნდა ამოიღოს”. – (ავტორი გენია.ჯი)