რა მეთოდით ვრცელდებოდა ახალი ამბები მდინარე კონგოს აუზში მაცხოვრებელ ხალხში?
მიუხედავად იმისა,რომ „მონობისა და თავისუფლების მდინარედ” წოდებული მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – კონგოს აუზში არ არსებობდა გზები,თითქმის სრულებით არ არსებობდა კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები,აღნიშნულ რეგიონებში მაცხოვრებელ ხალხში მნიშვნელოვანი ინფორმაციები მაინც ერთობ სწრაფად და შეიძლება ითქვას,წარმოუდგენელი სისწრაფითაც კი ვრცელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისებური რადიოს როლს მდინარე კონგოს აუზის შავკანიან მცხოვრებლებში აფრიკელთა შესანიშნავი გამოგონება – „მოლაპარაკე დოლი”,იგივე – ტამ-ტამი ასრულებდა.ახალი ამბები სოფლიდან სოფელს დოლის „ენით” გადაეცემოდა.თავის მხირვ კი,აღნიშნულ ენას „შავი კონტინენტის” ბინადრები – „გუდუ-გუდუს” უწოდებდნენ.იგი შედგებოდა გარკვეული რაოდენობის ბგერითი ნიშნებისაგან,რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ ზოგიერთებმა იცოდნენ (ამ ნიშნებს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ).ყოველ სოფელში ისინი რიგრიგობით მორიგეობდნენ დოლებთან და ყოველთვის მზად იყვნენ მიეღოთ და დაუყონებლივ გადაეცათ ახალი მნიშვნელოვანი ამბები.
თუ როგორ კარგად ჰქონდათ განვითარებული კონგოელებს ინფორმაციის გადაცემის სისტემა აწყობილი,ამას ერთ-ერთი ევროპელი პლანტატორის მიერ მეგობრებისადმი მიწერილი წერილიდანაც ვგებულობთ:„ევროპულ ფოსტას 24 დღე სჭირდება,რომ ჩემთან – ოკეანის სანაპიროდან კონგომდე – მოაღწიოს (თანაც ამას ცოტა თანხა როდი უნდა),ადგილობრივ მკვიდრთა უფასო ტელეგრაფით კი უკვე მესამე დღეს შევიტყვე კონგოს შესართავში გემების მოსვლის,გემებზე ევროპელთა რაოდენობის ამბავი.შევიტყვე ისიც,რომ გემებზე ყოფილან ვაჭრები და ჯარისკაცები; და ძალიან ბევრი სხვა ამბავიც გავიგე”. – (ავტორი გენია.ჯი)