ოთარ ჭილაძე – „რაც დასახარჯი არსებობს, – ვხარჯავ…”

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,

რაც სანახავი არსებობს – ვნახე.

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

* * *

ვერ დავარბიე ჩემში ველური,

კადაშაშრული მზით და მარილით,

ვერ მივაჭედე სულს სახელური,

რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

* * *

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,

ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.

არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,

მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

* * *

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

კომენტარის დატოვება