ხამურაბის კანონების თანახმად…
ცნობილია,რომ მესოპოტამიის მცხოვრებლებისათვის იმთავითვე უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა მიწათმოქმედებას.იმისათვის,რომ ნიადაგი გაენოყიერებინათ,ისინი იძულებული ხდებოდნენ სარწყავის სისტემის ქსელი სანიმუშო მდგომარეობაში მოეყვანათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ „მსოფლიოს ოთხივე მხარის მეფის” ტიტულით აღჭურვილმა ბაბილონეთის პირველმა მეფემ ბაბილონური დინასტიიდან – ხამურაბიმ (ძვ.წ.აღ-ით 1810-1750 წლები),რომელიც ავტორი გახლდათ ისტორიაში ცნობილი პირველი კანონების კრებულისა,ყველაფერზე მეტად ირიგაციზე იზრუნა.სწორედ ამ მიზნით გააჭრევინა მან დიდი არხი,რომლის მნიშვნელობასაც ომში გამარჯვების ტოლფასადაც კი მიიჩნევდა.„მე სამარადისოდ მოვამარაგე წყლით შუმერისა და აქადის ქვეყანა”, – ამაყობდა ხამურაბი.მის მიერ შედგენილ კანონთა კრებულში,რომელიც ძირითადად მონათმფლობელთა ინტერესებზე იყო აგებული,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქვეყანაში დაქსაქსულ საირიგაციო ნაგებობებს (არხებს,ჯებირებს და ასე შემდეგ).კერძოდ: გლეხებს ევალებოდათ,კარგად მოევლოთ არხებისა და სარწყავი სისტემებისათვის.ვისი მიზეზითაც წყალი ჯებირს გადახეთქავდა და მეზობლის მინდვრებს დატბორავდა,მას უცილობლად ზარალი უნდა აენაზღაურებინა.თუკი კანონის დამრღვევს ამისათვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა,მაშინ მას ქონებას უყიდდნენ; თუკი დამნაშავის ქონებაც არ იკმარებდა ზარალის ასანაზღაურებლად,ამ შემთხვევაში მას მონად ჰყიდდნენ,ხოლო აღებული ფული კი დაზარალებულისათვის ვალის გადახდას ხმარდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)