პიგმეების შესახებ…
ყველასათვის ცნობილია,რომ აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ კი ეკვატორული გვინეის დაბინდული ტროპიკული ტყეების სიღრმეებში ცხოვრობს დედამიწაზე ყველაზე დაბალსიამღლიანი ხალხი – პიგმეები. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – კონგოს შენაკადის – იტურის სანაპიროებზე ბინადრობს პიგმეების მოდგმის ხალხი – ბამბუტები,ადამიანები,რომელნიც 10-11 წლის ბავშვის სიმაღლისანი არიან.მამაკაცი პიგმეების საშუალო სიმაღლე 144 სანტიმეტრია,საშუალო წონა – დაახლოებით 40 კილოგრამი.ქალი პიგმეებისა კი სიმაღლე – ა37 სანტიმეტრს შეადგენს,ხოლო წონა – 35,5 კილოგრამს.
ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ პიგმეები არ თესენ,არც შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს აშენებენ.ისინი იმით არსებობენ,რაც ბუნებას შეუქმნია ტროპიკულ ტყეებში.შესაბამისად,ამ პატარა ადამიანებისთვის ტროპიკული ტყები გადაშლილი წიგნივითაა.ისინი შესანიშნავად იცნობენ ტყეს და ყოველგვარი კომპასის გარეშე კარგად იკვლევენ გზას.ვისაც ეს არ შეუძლია,განწირულია დასაღუპავად – ასეთია ჯუნგლების მკაცრი და დაუნდობელი კანონი.
პიგმეები,რაც გამოსადეგია საჭმელად,ჩვეულებრივ ქალები აგროვებენ.ყოველ დილაადრიან მთელი სოფლის მოსახლე ქალები მიდიან საკვების საძებნად,მამაკაცები კი სანადიროდ.ნადირობისას მამაკაცები ერთად არიან,ისინი გარს შემოერტყმიან ტყის რომელიმე უბანს,გამორეკავენ გარეულ მხეცებს და ხოცავენ მათ შუბებით ან მოწამლული ისრებით.ხშირად ნადირის გამორეკვაში მთელი სოფელიც მონაწილებს.
მაშინ,როდესაც ნადირი მცირდება და ტყის ნაბოძები პროდუქტები გამოილევა,პიგმეები სხვა რაიონში გადაბარგდებიან. (ავტორი გენია.ჯი) ეს უსახლკარო პატარა მაწანწალები მთელი თავინათი ცხოვრების განმავლობაში მომთაბარეობენ.
პიგმეების ქოხი ერთობ ღარიბულად გამოიყურება: მასში მხოლოდ კერიაა და სხვა არაფერი.ისინი მიწაზე აფენენ ბანანის ფოთლებს ან ბალახს და მათზე სძინავთ.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა,აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ პიგმეებს მეტად უბრალო დასაფლავების ცერემონიალი გააჩნიათ: მიცვალებული გადააქვთ ტყეში და იქ ტოვებენ.როდესაც პიგმეები ტყიდან უკან ბრუნდებიან,ამ დროს ბელადი ხმამაღლა გაჰყვირის: „აფთრებო,წაიღეთ იგი!”
მიუხედავად იმისა,რომ პიგმეები არსებობისათვის სასტიკ ბრძოლაში არიან ჩაბმულები,ისინი მაინც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სიცოცხლის მოტრფიალე და მხიარული ხალხია დედამიწის ზურგზე (განსაკუთრებით უყვართ სიმღერა და ცეკვა). – (ავტორი გენია.ჯი)