ნილოსმზომი

„დიდება შენ,ნილოსო,შენ,რომელიც მოგვევლინე დედამიწაზე.შენ რწყავ ბაღებსა და მინდვრებს,რომელნიც შეუქმნია ბუნებას,რათა სიცოცხლე მოგვანიჭოს ჩვენ”. – ასეთი მეტად მეტყველი სიტყვებით არის გადმოცემული  ერთ-ერთ ძველეგვიპტურ ჰიმნში აფრიკისა და მსოფლიოს უდიდესი მდინარის – ნილოსის ქებათა-ქება. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ათასობით წლის წინათ ეგვიპტელმა ქურუმებმა დაწიყეს ნილოსში წყლის დონის აწევის კანონზომიერებათა შესწავლა.მათ ისწავლეს მდინარეში წყლის მატება-კლების გაზომვა და იმის განსაზღვრა,თუ რა კავშირი არსებობდა წყლის აწევასა და მოსავლიანობას შორის.ამ უმნიშვნელოვანესი მიზნისათვის ძველმა ეგვიპტელმა ჰიდროლოგებმა სპეციალურად გამოიგინეს „ნილოსმზომები”,რომელთაგან ჩვენდა საბედნიეროდ ზოგიერთმა თანამდროვე ეპოქამდე მოაღწია.

თავის მხრივ,„ნილოსმზომი” წარმოადგენდა ღრმა ჭას,რომელიც ამოშენებული გახლდათ ქვით.ჭის შუაში დაყენებული გახლდათ სვეტი,რომელიც დაყოფილი იყო წყრთებად და კირატებად. (ავტორი გენია.ჯი) ჭა ორი გვირაბით დააკავშირეს მდინარეს; ამიტომ წყლის დონის ცვლა მდინარესა და ჭაში ერთნაირად ხდებოდა.ჭაში ჰიდროლოგები ჩადიოდნენ ხრახნული კიბით და სვეტის სკალის მიხედვით განსაზღვრავდნენ წყლის დონეს.

ნილოსზე დაკვირვებას მუდმივად ახდენდნენ ქურუმები,რა დროსაც იწერდნენ წყლის დონის მატება-კლების მონაცემებს.აღნიშნულ მონაცემებს კი ისინი შემდგომ ფრიად საიდუმლოდ ინახავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

ნილოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>