თახვების შესახებ…
ევროპელთა გამოჩენამდე სამხრეთ ამერიკაში განთავსებული მდინარე ამაზონი და მისი სანაპიროები სავსე იყო მღრნელების რიგის ისეთი ძუძუმწოვარა ცხოველებით,როგორიც გახლავან – თახვები. (ავტორი გენია.ჯი) ამ მეტად საზრიან და მოხერხებულ ცხოველებს ადგილობრივი ინდიელები – „პატარა ინდიელ ხალხს” უწოდებდნენ.მათი უმთავრესი საზრიანობა კი მდგომარეობს იმაში,რომ ფოლადის ხერხის ბასრი კბილებით თახვები „ხერხავენ” საუკუნოვან ხეებს,რომელთა მეშვეობითაც ძალიან ოსტატურად უღობავენ გზას მდინარეს და ქმნიან ერთგავრ კაშხალს,რომელსაც ადრეულ ეპოქებში აბორიგენები ხიდებად გამოიყენებდნენ.თახვები მათ მიერვე აღმართული კაშხლის შიგნით იკეთებენ ისეთ „ბინებს”,რომლებშიც შეღწევას ვერც ერთი მტაცებელი ნადირი ვერ ახერხებს.აღნიშნულ სიმაგრეში შეღწევის ერთადერთი გზა მხოლოდ და მხოლოდ წყალქვეშეთზე გადის.
მას შემდგომ,რაც ევროპელმა კოლონიზატორებმა სამხრეთ ამერიკის მიწაზე დადგეს ფეხი,ამაზონის აუზში მობინადრე თახვების ცხოვრებაში ყველაფერი ელვისებურად შეიცვალა.ყველასათვის ცნობილია,რომ თახვის ბეწვი იმთავითვე დიდ მოწონებას იმსახურებდა მომხარებელში და საკმაოდ ძვირიც ღირდა (ერთ დროს ფულის მაგივრობასაც სწევდა),რის გამოც მათზე ევროპელებმა (მოგვიანებით თავად ინდიელებმაც) სასტიკი ნადირობა გააჩაღეს.თახვებზე მონადირეებს,რომელთაც ბეწვეულის კომპანიები ქირაობდნენ,ინდიელები – „ტრაპერებს” ანუ – „მეტყავეებს” უწოდებდნენ.თავის მხრივ,ტრაპერები არ ზოგავდნენ დედალ ცხოველებს მაშინაც კი,როდესაც ისინი მაკედ იყვნენ ან შვილებს კვებავდნენ.ამის გამო მთელი ნამატი იღუპებოდა.შესაბამისად,ზემოაღნიშნულმა კამპანიამ,რომელიც თახვების წინააღმდეგ იყო მიმართული მდინარე ამაზონის აუზში,ეს საზრიანი ცხოველები საყოველთაო მოსპობის წინაშეც კი დააყენა. – (ავტორი გენია.ჯი)
თახვების მიერ „გადახერხილი” ხე
თახვების მიერ მოწყობილი „კაშხალი” მდინარეზე