აინებში გავრცელებული უცნაური რელიგიური მსხვერპლშეწირვა
აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან მდებარე კუნძულ სახალინის,კურილიისა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მაცხოვრებელ ხალხში – აინებში ადრეულ ეპოქებში ერთი მეტად უჩვეულო რელიგიური ტრადიცია (მსხვერპლშეწირვა) იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) იაპონიის კუნძულების უძველესი მოსახლეები იჭერდნენ დათვის ბელს,რომელსაც შემდგომ თავისი რძით კვებავდა აინების კლანის ერთ-ერთი ქალი.რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ დათვს ახრჩობდნენ ან ისრებით ასალმებდნენ წუთისოფელს.მოკლულ დათვს კარგად დაამუშავებდნენ და შემდეგ მის ხორცს ერთად შეექცეოდნენ,რასაც ისინი თავის მხრივ – „წმინდა ტრაპეზს”.ასეთი სახის სარიტუალო მსხვერპლშეწირვის წინ აინები მათ მიერვე მოკლულ დათვს ევედრებოდნენ ჩქარა დაბრუნებულიყო დედამიწაზე,რათა ისევ დაეჭერინებინა ადამიანებისათვის თავი და კვლავაც გამოეკვება ისინი,ვინაც იგი გაზარდა. – (ავტორი გენია.ჯი)