ნოვალისისა და სოფიას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
„როგორც ყველა დიდი არ არის დიდი,ასევე ყველა ბავშვი არ არის ბავშვიო”, – წერდა ერთ-ერთი სახელოვანი იენელი (გერმანელი) რომანტიკოსი მწერალი,პოეტი და ფილოსოფოსი – ბარონი ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი (1772-1801 წლები),იგივე – ნოვალისი. (ავტორი გენია.ჯი) დანტე ალიგიერის შემდეგ ყველაზე დიდ ორფეულ პოეტად აღიარებული ნოვალისი,რომელიც იმ პერიოდისათვის მთავარმოხელე იურისტის თანამდებობაზე მუშაობდა, 1794 წლის 17 ნოემბერს ვინმე ფონ როკენშტაინის კარმიდამოს ეწვია გრიუნინგემში.თავად როკენშეინის სახლში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა (22 წლის) ნოვალისმა მაშინ პირველად იხილა 12 წლის ასაკში მყოფი ულამაზესი გოგონა – სოფია ფონ კიუნი.სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა სოფიას სილამაზით მოხიბლულმა გერმანელმა ლიტერატორმა საკუთარ დღიურში შემდეგი ჩანაწერი – „მეოთხედ საათში გადავწყვიტე ჩემი ბედიო”.საქსონიურ დიალექტზე მოლაპარაკე უწიგნური სოფია თავის ასაკთან შედარებით მაღალი იყო,რის გამოც ოდნავ უფროსი ასაკის ჩანდა.ნოვალისმა გოგონას მოფერებით კალიდასის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის – „შაკუნტალას” სახელი დაარქვა.მალევე სიყვარულისაგან თავგზაარეულმა ლიტერატორმა იუველირებს ბეჭედი დაამზადებინა,რომლის უკანა მხარესაც გააკეთებინა წარწერა: „სოფია – ჩემი მფარველი ანგელოზი” (მას შემდეგ ეს ბეჭედი ნოვალისს არასოდეს მოუძვრია ხელიდან). (ავტორი გენია.ჯი) როდესაც სოფია 13 წლის გახდა,ნოვალისმა მასთან გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიწერა ჯვარი.ჯვრისწერიდან რამდენიმე ხანში ნოვალისისდა საუბედუროდ სოფია ავად გახდა.იგი ღვიძლის საშინელ ტკივილებს განიცდიდა და სიცხით იწვოდა.ამასობაში სოფიას 14 წელი შეუსრულდა.ლოგინად ჩავარდნილი გოგონას იენის კლინიკაში ღვიძლის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს,მაგრამ წარუმატებლად.
1797 წლის 1 მარტს სოფიამ მოინდომა სასწრაფოდ ენეხა ნოვალისი.იგი უმალვე ჩავიდა საყვარელ არსებასთან და მომაკვდავ საცოლესთან თავისი ცხოვრების 10 უმძიმესი დღე დაჰყო.სოფია თავისი მეთხუთმეტე დაბადების დღიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.გერმანელი ლიტერატორი მისი გარდაცვალების დღეს სოფიასთან არ ყოფილა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ნოვალისი არც დაკრძალვაზე მისულა,რადგან შინაგანად ვერ შეძლო სოფიაზე გამოთხოვება.იგი საცოლის საფლავს სოფიას დაკრძალვიდა ერთი თვის შემდეგ ეწვია და ცხარე ცრემლითაც დაიტირა საყვარელი არსება.
ასე ტრაგიკულად დასრულდა ნოვალისისა და სოფიას სიყვარულის ისტორია.გასათვალისწინებელია ისიც,რომ სწორედ სოფიას გარდაცვალების შემდეგ იქცა იგი ჭეშმარიტად დიდ პოეტად (ნოვალისმა სიკვდილისწინა სამ წელიწადში შექმნა მთელი თავისი პოეტური სამყარო). – (ავტორი გენია.ჯი)