იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე ირანის დასავლეთით ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეებში არსებულ უძველეს სახელმწიფო – მიდიაში,სადაც ძაღლი საღმრთო ცხოველად იყო აღიარებული,გოგონების დიდ ნაწილს მშობლები სახელად – „სპაკო”-ს არქმევდნენ,რაც თარგმანით – „ძაღლს” აღნიშნავდა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. 1849 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ ბალტიმორში გარდაცვლილი სახელოვანი ამერიკელი ნოველისტისა და პოეტის – ედგარ ალან პოს უკანასკნელის სიტყვები გახლდათ: „ღმერთო,იხსენი ჩემი საბრალო სული”.

* * *

3. „ტოტემიზმი”,რომელიც წარმოშობილი იქნა ქვედა პალეოლითის ხანაში,ადამიანთა საზოგადოების პირველ რელიგიურ ფორმას წარმოადგენს.

* * *

4. ებრაელთა სისხლში ხელგასვრილ გერმანელ ნაცისტ სამხედრო დამნაშავეს – ადოლფ აიხმანს,რომელიც ებრაულმა სპეცსამსახურმა – „მოსადმა” არგენტინაში შეიპყრო,ჯიბეში ვატიკანის მიერ გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სატანის მსახური აიხმანის პასპორტს ხელს აწერდა რომის პაპი – პიუს XII.

* * *

5. რომის პაპმა – პიუს X-მ ერთ-ერთი ქადაგებისას საფრანგეთი – „კათოლიკური ეკლესიის უფროს ასულად” მოიხსენია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ინდიელები ეგრეთ წოდებულ – „ინდიელთა პურს” მანიოკის შხამიანი ბოლქვებიდან ამზადებდნენ.ისინი ბოლქვს ჯერ გამოწურავდნენ,შემდეგ ახმობდნენ,ფქვავდნენ და აცხობდნენ.გარდა ამისა,მანიოკის შხამიანი ბოლქვებისაგან ასევე მზადდებოდა სხვადასხვა სახის ტკბილეულიც.

* * *

7. როგორც ცნობილია,მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ამაზონი მრავალ ტოტადაა დაყოფილი და კუნძულთა არქიპელაგებიც აქვს შექმნილი.მათ შორის ყველაზე დიდ კუნძულს წარმოადგენს – მარაჟო,რომელიც იმდენა დიდიც კია,რომ მასზე თავისფლად დაეტეოდა პორტუგალია ან შვეიცარია.

* * *

8. სახელოვანი შოტლანდიელი მკვლევარი – მუნგო პარკი (1771-1806 წლები),რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დასავლეთ აფრიკის უმნიშვნელოვანესი მდინარის – ნიგერის შესწავლას მოახმარა,ამავე მდინარეში ჰპოვა აღსასრული (დაიხრჩო),როდესაც მდევრებისაგან გაქცევას ლამობდა.

* * *

9. „ბურჟუაზიული პაპობის პირველ მერცხლად” წოდებული ლეო XIII გახლდათ პირველი რომის პაპი,რომელიც იტალიის გაერთიანების შემდეგ იქნა არჩეული.

* * *

10. როგორც ცნობილია,ფინიკის პალმას ძალიან უყვარს წყალი და სითბო,რის გამოც არაბები ასე ხუმრობენ: „ფინიკის პალმას ფეხები წყალში უნდა ჰქონდეს,თავი კი – ცეცხლშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>