360 გრადუსის შესახებ…
ბაბილონელი ქურუმები უძველესი ეპოქებიდანვე აწარმოებდნენ მზეზე დაკვირვებას და ცდილობდნენ,როგორმე გაეზომათ მისი დღიური გზა. (ავტორი გენია.ჯი) ხანგრძლივი კვლევების,დაკვირვებებისა და დიდი მუშაობის შედეგად მათ ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას საბოლოო ჯამში დიდებულად გაართვეს თავი.ბაბილონელმა ქურუმებმა გამოთვალეს,რომ თუ იმ გზაზე,რომელსაც მზე ცის თაღზე გაივლის ერთი დღის განმავლობაში,ერთმანეთის გვერდით მჭიდროდ დავაწყობთ მზის წრის დიამეტრის მქონე დისკოებს,ისინი ზუსტად 180 დაეტევა.მაშასადამე,ქურუმებმა დაასკვნეს,რომ მზე დღეში 180 „ნაბიჯს” დგამსო.გზის მეორე ნახევარს კი იგი ღამით გაივლისო.ამიტომ მათი დასკვნებით მზის დღეღამური გზის სიგრძე – 360 „ნაბიჯს” უდრიდა.
სწორედ ასე გახდა ბაბილონელთათვის წმინდა რიცხვი – 360 და გარდა ამისა,გაჩნდა – გრადუსიც,რაც თავის მხრივ,ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – „ნაბიჯს”. და როდესაც ჩვენ რომელიმე კუთხეს გრადუსებით ვზომავთ,ეჭვადაც კი არ ვიცით,რომ მას მზის „ნაბიჯებით” ვზომავთ. – (ავტორი გენია.ჯი)