არყის ხე – „ეპიზოდი”
როგორც მრავალი ძველი ციმბირული თქმულება ირწმუნება,არყისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი მცენარე – არყის ხე ციმბირში მას შემდგომ გაჩნდა და გავრცელდა ციმბირის ტერიტორიაზე,რაც აღნიშნულ რეგიონში ფეხი პირველად დადგეს რუსმა მკვლევარებმა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,თვალუწვდენელ ციმბირში მაცხოვრებელი სხვადასხვა ხალხები არყის ხეს მათ მიწაზე დასაპყრობად შესულ რუსებთან აიგივებდა.სწორედ ამ მიზეზით გამოცხადეს ციმბირელებმა არყის ხეებს ნამდვილი ომი.ციმბირის ხანმა – კუჩუმმა თავის ხალხს მოუწოდა და უბრძანა,უმოწყალოდ ამოეძირკვათ სადაც კი წააწყდებოდნენ არყის ხეს.არყის „უდანაშაულო” ხეებთან განსაკუთრებული ბრძოლის მიუხედავად,ციმბირელებმა მათთან ჭიდილი მაინც მარცხი განიცადეს: როგორც კი ისინი ერთ ხეს მოჭრიდნენ,მის ადგილას მაშინვე ათი ამოდიოდა,სადაც კი რამდენიმე მოჭრეს,იქ მთელი წარაფები ჩნდებოდა.ასე მოედო მთელ ციმბირს არყის ულააზესი ტყეები. – (ავტორი გენია.ჯი)