ლიკურგე ფიქრობდა,რომ…

ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეებში მოღვაწე ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე,რომლის მიერ შედგენილმა კანონებმა მრავალ საუკუნეს გაუძლო ლაკედემონელთა ქალაქ-სახელმწიფოში,ფიქრობდა,რომ – ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კრებები (თანამედროვე გაგებით – საპარლამენტო სხდომები) არც სვეტებიან დარბაზებში და არც საგანგებო მორთულ შენობა-ნაგებობებში არ უნდა გამართულიყო,რადგან ვარაუდობდა,რომ ასეთი გარემო ხელს შეუშლიდა გონებრივ ბჭობას და შესაბამისად ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების სწორად გადაწყვეტაშიც.ამბობდა,რომ ქანდაკებები,სურათები,თეატრალური სამკაულები და საბჭოს შენობის (თანამედროვე პარლამენტის – ავტორი გენია.ჯი) ოსტატურად მორთულ ჭერი საბჭოს წევრებს ყურადღებას გაუფანტავსო.მისივე მოსაზრებით კი,ასეთი მნიშვნელოვანი საქმისათვის შეკრებილ ხალხს ქარაფშუტული გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ უნდა ჰქონოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>