„დამაკვირდი”
1. „კანონი ცირკის ქალივითაა.თუ საჭირო გახდა,საკუთარ ლაჯებში გაიტარებს თავს და საკუთარ უკანალზე ჩამოიდებს ნიკაპს”. – ოთარ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „რწმენა და სიყვარული ანუ მეფე და დედოფალი”. – ფრიდრიხ შლეგელი
* * *
3. „არც ერთი მხეცი არაა იმ ადამიანზე მეტად მძვინვარე,რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილია და ბოროტი ვნებების დაკმაყოფილება სურს”. – პლუტარქე
* * *
4. „ბედის წყალობა და წარმატება პატარა ბუნების კაცსაც ამაღლებს ერთგვარად.როცა იგი საჩინო ადგილიდან დაუწყებს ჭვრეტას საკუთარ თავს,ბედნიერება დიდებულებისა და ღირსების გრძნობასაც უნერგავს.მაგრამ ჭეშმარიტი დიდსულოვნება და სიმტკიცე წარუმატებლობისა და უბედურების გადატანის ჟამს გამომჟღავნდება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „პოლიტიკურ მოღვაწეობასაც თავისი დრო და საზღვარი აქვს.როგორც ათლეთტა ბრძოლაში,ისე პოლიტიკურ ჭიდილშიც იგრძნობა ხოლმე ძალისა და ახალგაზრდული გატაცების შესუსტება”. – პლუტარქე
* * *
6. „როგორც ყველა სხეულს არ შეუძლია ბევრი შუმი ღვინის ატანა,ისე ყველა ადამიანს არ შეუძლია ჭკუა-გონების შენარჩუნება დიდი ბედნიერების ჟამს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ტყუილად არ უთქვამთ,მიუჩვეველს ნუ დააჩვევ,მიჩვეულს ნუ გადააჩვევო.დააჩვიეს და გაძნელებულა.სიავესაც შესჩვევია ადამიანი,სიავესა,სიგლახესა,უკეთურობასა,უკუღმართობასა,უბედურებასაც შესჩვევია,ყველაზე დიდი უბედურებაც ესა ყოფილა; თავისასაც გადასჩვევია ადამიანი,თავისას,თვისიანსა,თვისტომსა,სხვას მიჰკედლებია”. – ვასილ ბარნოვი
* * *
8. „ვაი იმ ხალხს,ვინც მასთან თავშესაფრის სათხოვნელად მისულ კაცს გასცემს!” – არისტოდიკე
* * *
9. „ყოველი კაცი ცდილობს წარმოსდგეს უცდომელი და აბსოლუტური ჭეშმარიტების სამოსელში”. – ა.დონინი
* * *
10. „ახლა კეთილშობილებისა და პატიოსნების იმედზე ყოფნა იგივეა,ქვის ცულითა და მშვილდისრით რომ გამოხვიდე ტყვიამფრქვევის,ზარბაზნისა და ტანკის წინააღმდეგ.ახლა ის იმარჯვებს,ვინც უკეთესადაა შეიარაღებული,ვინც უფრო დაუნდობელია.ანგარიშის გასაწევი და სათვალავში ჩასაგდები მხოლოდ ისაა,ვინც მეორე ლოყას კი არ უშვერს შეურაცმხყოფელს,არამედ თვალის წილ თვალს მოითხოვს და კბილის წილ კბილს”. – ოთარ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)