Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„არსებობენ ადამიანები,რომელთაც ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ,როდესაც სხვა გზა არა აქვთ და მისგან მოითხოვენ მხოლოდ იმას,რისი აღსრულებაც თავად შეუძლებლად მიაჩნიათ,რადგან ის ღმერთია და იმიტომაცაა ღმერთი,არაფერი რომ აკავშირებს მისი იმედის ამარა დარჩენილ ადამიანთან,გარდა იმავე ადამიანის გულუბრყვილო და გინდაც თავხედური მომთხოვნელობისა,ჟინიანობისა.დიახ,ღმერთი იმიტომაა ღმერთი,არავითარ მონაწილეობას რომ არ იღებს შენს პირად ცხოვრებაში,ვიდრე პირადი ცხოვრება გაქვს და, ასე თუ ისე,თვითონვე შეგიძლია გაართვა თავი ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს,ხოლო როცა შენი პირადი ცხოვრება სხვათა განსჯისა და განქიქების საგნად იქცევა,როცა შენი მიზეზით შენთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანებიც საფრთხეში იგდებენ თავს,არავითარი მნიშვნელობა არა აქვს,ვინ მოგევლინება ღმერთად,ანუ მიუღწეველ,უხილავ სულად,რომელთანაც უფრო თამამად შეგიძლია თქვა ის,რისი თქმაც მშობლებთანაც გაგიჭირდება,შეგიძლია დააკისრო ის,რაც თვითონაც სულმდაბლობად მიგაჩნია და სწორედ ამიტომ გაგაქვს ღმერთისა და არა ადამიანის სამსჯავროზე”. – (ავტორი გენია.ჯი)