პირველყოფილი საზოგადოების შესახებ…

მთელი გამყინვარების პერიოდის განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად ათი-თორმეტი კაცის შემადგენლობით.თანამედროვე სოციოლოგებმა ამ ჯგუფს – „პირველყოფილი ურდო” უწოდეს და შემდეგ გამოჰყვეს მისი არსებობის ორი ძირითადი სტადია – ველურობის მდგომარეობა და ბარბაროსობის მდგომარეობა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ეპოქაში არ არსებობდა შრომის დანაწილება,გაბატონებული იყო უწესრიგო სქესობრივი ურთიერთობა,არ არსებობდნენ ბელადები.ურდოს ეკონომიკა იქმნებოდა მითვისებით და არა წარმოებით.არ არსებობდა მეუღლის საკუთრების არანაირი ფორმა.ადამიანები აგროვებდნენ კენკრასა და ნაყოფს,მოლუსკებსა და მწერებს.მხოლოდ იშვიათად თუ ნადირობდნენ წვრილფეხა ცხოველებზე.იმ პერიოდის ადამიანს ჯერ კიდევ არ შეეძლო შეეგნო თავისი კავშირი სხვა ადამიანებთან,ბუნებასთან და, მაშასადამე,არ შეეძლო აესახა ეს ურთიერთობა რელიგიურ წარმოდგენათა რაიმე,თუნდაც ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ფორმით.

პირველყოფილ ადამიანებს ეგონათ,რომ გარდაცვლილი ცხოვრებას განაგრძობდა (ფიქრობდნენ,რომ მატერიალური ცხოვრება საფლავშიც განაგრძობდა ცხოვრებას).ამიტომ მის ნეშთს წითლად ღებავდნენ.დასაფლავების დროს მიცვალებულის სხეულს ისინი ღებავდნენ წითელი ფერის მქონე თხევადი ან ფხვიერი ჟანგმიწით და ეს უკვე ბადებდა სიცოცხლისა და სიკვდილის კავშირს მათ წარმოდგენაში.იმ ცხოველმყოფელი ძალის მეშვეობით,რომელსაც ჟანგმიწას მიაწერდნენ,გარდაცვლილს შეეძლო „სუნთქვა”.სხვა შემთხვევაში ცხედარს მარხავდნენ კოცონთან ახლოს,რათა მიცვალებული არ დატანჯულიყო სიცოცხლისშენარჩუნებისათვის საჭირო სითბოს უქონლობით.

საყურადღებოა ის გარემოება,რომ პირველყოფილი საზოგადოების ეპოქის დასასრულამდეც კი არ ხდებოდა ადამიანის მსხვერპლად შეწირვის პროცედურა, და ეს მაშინ,როდესაც იმავე პერიოდში ვხვდებით წესჩვეულებითი კანიბალიზმის ნიშნებს.პირველყოფილი ადამიანები მიცვალებულის თავის ქალადან განსაკუთრებული საშუალებით,ხშირად ძალიან რთული ოპერაციების გამოყენებით იღებდნენ თავის ტვინს,რომელსაც შემდგომ ჭამდნენ.ისინი ვარაუდობდნენ,რომ ამ ამაზრზენი მეთოდით რაიმე გარკვეულ თვისებას შეიძნდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>