ძველი სპარსელების წეს-ჩვეულებების შესახებ…
უძველესი ეპოქის პირველი ძლიერი ირანული სახელმწიფოს – სპარსეთის მოქალაქეები თავიანთ შვილებს თავიდანვე ასწავლიდნენ ყოველივე იმას,რისი ცოდნაც აუცილებელი იყო თითოეული სპარსელისათვის: ბიჭებს ცხენზე ჯდომას,მშვილდის სროლასა და სიმართლის ლაპარაკს,რადგან ტყუილის თქმა ამ ირანულ ქვეყანაში ყველაზე სამარცხვინო ნაკლად მიიჩნეოდა ადამიანისათვის; გოგონებს კი ხელსაქმეს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა სიცრუისა,სპარსელებისათვის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო საქციელად ვალების გადაუხდელობა მიიჩნეოდა,რაშიც სიცრუისადმი ზიზღიც ვლინდებოდა.მათთვის ტაბუდადებული ქმედება გახლდათ მდინარეში გადაფურთხება და ხელის დაბანა (ამის უფლებას არც სხვებს აძლევდნენ),რადგან სპარსელებისათვის მდინარე – ღვთაება იყო,შესაბამისად,ღვთაებისათვის შეურაცხყოფა კი არ უნდა მიეყენებინათ,არამედ თაყვანი უნდა ეცათ მისთვის.სანამ ამ უდიდესი ისტორიისა და კუტურის მქონე ხალხში მუსულმანური რწმენა გაიდგამდა ფეხს,მანამ ისინი ფიქრობდნენ,რომ მათ არც ტაძრები და არც საკურთხეველი არ ესაჭიროებოდათ.აღნიშნული საკითხის შესახებ ამბობდნენ,რომ უგუნურებას სჩადიოდნენ ისინი,ვინც ტაძრებს აგებდნენ და ღმერთებს ისეთებად წარმოიდგენდნენ,როგორებიც ადამიანები იყვნენ.მიუხედავად ამისა,სპარსელები ღმერთებს მსხვერპლს მაინც სწირავდნენ.მათი მოსაზრებით ყველაზე დიდი თაყვანისცემა და მსხვერპლი მზეს უნდა შეწიროდა,რადგან იგი იძლეოდა სითბოს,სიცოცხლესა და მოსავალს; მთვარეს,რადგან იგი განაგებდა წყლებსა და მდინარეებს; მიწას,ვინაიდან იგი გახლდათ ადამიანების გამომკვები.გარდა ამისა,სპარსელები მსხვერპლთშეწირვას აწარმოებდნენ წყლის,ქარისა და ცეცხლის მიმართაც.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,იმ სტიქიების მიმართ,რომელზედაც დამოკიდებული იყო ადამიანის სიცოცხლე.
სპარსელებში დამკვიდრებული წეს-ჩვეულების მიხედვით,როდესაც მათ ქუჩაში თავიანთი თანაბარი წოდების კაცი შეხვდებოდათ,ვალდებულები იყვნენ,პირზე კოცნით შეხვედროდნენ,ხოლო თუ ოდნავ დაბალი წოდებისა,ამ შემთხვევაში მისთვის ლოყაზე უნდა ეკოცნათ,ხოლო თუ ისეთი ვინმე შეხვდებოდათ,რომელიც წოდებით მათზე გაცილებით დაბლა იდგა,ისინი უნდა დამხობილიყვნენ და ისე ეცათ მისთვის თაყვანი. – (ავტორი გენია.ჯი0