კიროს II დიდის აკლდამა
სპარსეთის იმპერიის ფუძემდებელსა და აქემენიდთა დინასტიის პირველ წარმომადგენელს – კიროს II დიდს (ძვ.წ.აღ-ით 593-530 წლები) აქემენიდების იმპერიის პირველ დედაქალაქში – ფასარგადში მომცრო ზომის,მაგრამ მასიური,ზიკურატის მსგავსი კოშკი (მავზოლეუმი) აუგეს,რომელსაც სვეტები ჰქონდა შემოვლებული. (ავტორი გენია.ჯი) კიროსის უკანასკნელ განსასვენებელს მცხუნვარე მზისგან დაქუფრული ხეები იცავდნენ,რადგან მას,ვინც იქ იწვა სიწყნარე და სიმყუდროვე ესაჭიროებოდა,რადგან ცხოვრებაში იგი მოკლებული იყო ერთსაც და მეორესაც. (ავტორი გენია.ჯი)
აკლდამის ზემოთ მოწყობილი იყო სამარხი მეტად ვიწრო შესასვლელით.იქ ოქროს სარეცელზე იდგა ოქროს სარკოფაგი და მაგიდა,რომელზედაც ოქროსავე თასები ელაგა.იქვე იყო დაცული ძვირფასი ქვებით მოოჭვილი დიდძალი მეფური სამოსელი და სამკაული.გარდა ამისა აკლდამაში ეწყო მეფის იარაღიც – მშვილდი,ფარი და მახვილი.ყოველივე ამას კი შემდეგი სახის წარწერა ამშვენებდა: „ადამიანო! მე ვარ კიროსი,შემქმნელი სპარსთა სახელმწიფოსი,მეფე მთელი აზიისა,ჰოდა,ნუ შეგშურდება ჩემთვის ეს ძეგლი”.
…მაინც შეშურდათ ადამიანებს: დროთა განმავლობაში აკლდამა გაიძარცვა,სარეცელი და სარკოფაგი ნამსხვრევებად აქციეს,მიუხედავად იმისა,რომ მას მოგვები იცავდნენ,რაშიაც დღეში ერთ ცხვარს და თვეში ერთ ცხენს ღებულობდნენ.
კიროსის აკლდამა ახლაც დგას,ოღონდ აღარც ხეთა სიმწვანე,აღარც მათი გამაგრილებელი ჩრდილი… ისედაც მზისაგან გავარვარებულ ძველთაძველ ქვებს მცხუნვარე სუნთქვით ევლებათ ზედ ველიდან მონაქროლი ნიავი. და არც არავითარი მაღალფარდოვანი წარწერები,რომელთა შესახებაც ჰეროდოტე ამბობდა,აღარ ამშვენებს კიროსის უკანასკნელ განსასვენებელს.თუმცა კი შორიდან მაინც მოისმის დიდი მხედართმთავრის ხმა: „მე ვარ კიროსი,მეფე,აქემენიდი”.- (ავტორი გენია.ჯი)
კიროსის მავზოლეუმი