რა ფიცი დადეს მილეტელმა ქალებმა?

მას შემდეგ,რაც იონელებმა მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ბერძნულ-იონური ქალაქ-სახელმწიფო – მილეტი აიღეს,დამპყრობლებმა პირწმინდად მოსრეს ანატოლიის დასავლეთში განთავსებულ ქალაქში მაცხოვრებელი თითქმის ყველა მამაკაცი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იონელებმა არა მხოლოდ უსაზღვრო სისასტიკე გამოიჩინეს მათ მიმართ,არამედ საშინელადაც შეურაცხყვეს და დაამცირეს მილეტელნი,რადგან დამპყრობლებმა მოკლული მამაკაცების ცოლებსა და ქალიშვილებზე დაიწყეს დაქორწინება.რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით,იონელ მამაკაცებზე იძულების წესით დაქორწინებულმა მილეტელმა ქალებმა მათ ეს არ აპატიეს.იმის გამო,რაც იონელებმა მილეტში ჩაიდინეს,მილეტელმა მანდილოსნებმა ფიცი დადეს: არასოდეს არ მჯდარიყვნენ მაგიდასთან ქმრებთან ერთად და არასოდეს მათთვის სახელით არ მიემართათ.

ამბობენ,რომ მილეტელმა ქალებმა თავიანთი ფიცი ღირსეულად დაიცვესო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>