მონიმე – „ეპიზოდი”
პონტოს მეფემ – მითრიდატე VI ევპატორმა ბერძნებში სახელმოხვეჭილი ულამაზესი ანატოლიელი ქალის – მონიმეს დამორჩილება სცადა და ამ საქმისათვის 15 000 ოქროც კი გამოჰყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მაცდური შეთავაზებისა,მონიმე მანამ არ დაჰყვა მითრიდატეს ნებას,სანამ მეფისაგან ცოლად შერთვის დაპირება არ მიიღო და თავი დედოფლად არ გამოაცხადებინა.გარდა ამისა,პონტოელი მეფისაგან მიიღო სადედოფლო ძვირფასი დიადემაც.მითრიდატესთან ქორწინება მონიმესათვის საბედისწერო გამოდგა.მრისხანე ბატონის ხელში ჩავარდნილი ქალი ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული იყო,რის გამოც თავის საბედისწერო სილამაზეს მუდმივად დასტიროდა.მას შემდეგ,რაც პონტოს მეფე რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა,მონარქმა ფარნაკიაში თავშეფარებული დებისა და ცოლების დასახოცად თავისი ერთგული საჭურისი – ბაქკიდე გაგზავნა. და აი,როდესაც ბაქკიდე ფარნაკიაში ჩავიდა,სამეფო ოჯახის მანდილოსნებს ასეთი სიტყვით მიმართა: „უნდა დაიხოცოთ,თუმცა თითოეულ თქვენგანს შეუძლია ის სიკვდილი აირჩიოს,რომელიც ყველაზე უფრო ადვილი და ყველაზე უფრო უმტკივნეულო იქნება”.ამ დროს,პონტოს სამეფოს დედოფალმა – მონიმემ თავიდან სადედოფლო დიადემა ჩამოიგლიჯა,შემოიხვია ყელზე და ჩამოეკიდა,მაგრამ დიადემა გაწყდა.
„ – ოჰ წყეულო ძონძო,შენ ამ საქმეშიც უსარგებლო ყოფილხარ ჩემთვის!” – შეჰყვირა ქალმა და გაგლეჯილ და ძირს დაგდებულ დიადემას დააფურთხა.ბოლოს კი ბაქკიდეს ყელი მიუშვირა და მისი მოკვლა დააჩქარებინა.(ცნობისათვის,მონიმეს ამბავი მოგვიანებით გამოიყენა ფრანგმა დრამატურგმა რასინმა და დაწერა საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედია – „მითრიდატე”). – (ავტორი გენია.ჯი)