ერნესტ მილერ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სასწაულებრივად გადაურჩა ავიაკატასტროფას,ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა ჰკითხა,რას ფიქრობს კაცი სიკვდილის ჟამს და რას ფიქრობს კაცი,როდესაც საკუთარ თავზე დაწერილ ნეკროლოგს ჰკითხულობსო,რაზეც ნობელიანტი ლიტერატორისაგან შემდეგი პასუხი მიიღო:
„ – შემიძლია პატიოსნად განვაცხადო,რომ იმ წუთს,როცა თვითმფრინავი დაიმსხვრევა და იწვის,წმინდა პრაქტიკულ საკითხებზე ფიქრი გიპყრობთ.მთელი თქვენი ცხოვრება სულაც არ გაგირბენთ თვალწინ,ისე როგორც კინოფირზე გაირბენს ხოლმე,თქვენს ფიქრებს წმინდა ტექნიკური ელფერი დაჰკრავს.იქნება ისეთი ხალხიც იყოს,ვისაც ცხოვრება თვალწინ ჩაუქროლებს ხოლმე,მაგრამ მე პირადად ამდაგვარი ჯერ არაფერი გამომიცდია”. – (ავტორი გენია.ჯი)