იცით თუ არა,რომ
1. რომაული ლიტერატურის ნოვატორად აღიარებული გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) მის მფლობელობაში არსებულ ცხოველთა შესანახად გასაოცარ ჰიგიენურ პირობებს ჰქმნიდა, და ეს მაშინ,როდესაც მას არასოდეს წამოსდენია ერთი სიტყვაც კი ავადმყოფი და გაუბედურებული მონების უუფლებობასა და მკურნალობაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 1952 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა პოპულარული ჟურნალ „ლაიფის” ის ნომერი,სადაც მთლიანად იყო დაბეჭდილი გამოჩენილი ამერიკელი მწერლის – ერნესტ ჰემინგუეის ბრწყინვალე რომანი – „მოხუცი და ზღვა”.წიგნის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,რადგან რომანის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც 48 საათის განმავლობაში – 5 მილიონ 318 ათას 655 ეგზემპლარი გაიყიდა.
* * *
3. იმისათვის,რომ აშშ-ის სამხედრო აკადემიიდან გამოუსწორებელი უდისციპლინობის გამო გარიცხული სახელოვანი ამერიკელი ნოველისტი და პოეტი – ედგარ ალან პო მევალეებს ვალის გადაუხდელობისათვის ციხეში არ გამოემწყვდიათ,იძულებული გახდა რიჩმონდიდან ჩუმად გაპარულიყო და ყალბი სახელი – ჰენრი ლე რენე დაექვა.
* * *
4. საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ ულამაზეს და აყვავებულ კუნძულ – როდოსს ადრეულ ეპოქებში ხატოვნად – „მზის პატარძალს” უწოდებდნენ.
* * *
5 .მკაცრი წეს-ჩვეულებების მქონე სპარტელებში ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მანკად – მრავალსიტყვაობა მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. 1879 წელს რუსეთის იმპერიაში გამოიცა მეფის ბრძანება,რომლის თანახმადაც ებრაელებს ცხოვრება ეკრძალებოდათ „ძველისძველ რუსულ დედაქალაქში” – მოსკოვში.გარდა ამისა,საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იმავე პერიოდში ებრაელ მხატვრებს რუსული პეიზაჟის დახატვაც კი ეკრძალებოდათ,რადგან აღნიშნულ საქმეს ისინი წმინდა წყლის რუსი მხატვრების საქმედ მიიჩნევდნენ.
* * *
7. ძველ რომში თავისუფალი ადამიანის ჯვარცმით დასჯა არ შეიძლებოდა.
* * *
8. სახელოვანი ძველი რომაელი ისტორიკოსი – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (56-117 წლები) ებრაელ ერს – „მონების საზიზღარ თავყრილობას” უწოდებდა,რის გამოც მას რასისტულ ანტისემიტიზმში დაედო ბრალი.
* * *
9. პირველი დოკუმენტები,რომლებშიც ებრაელები არიან მოხსენიებულნი, ჩვ.წ.აღ-მდე XIV საუკუნეს მიეკუთვნებიან.პალესტინაში მცხოვრები ხალხის კოლექტიური სახელი – ისრაელი კი პირველად მოხსენიებულია ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 1225 წლის ერთ-ერთ ეგვიპტურ პაპირუსში.
* * *
10. გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის – პითაგორას მიმდევრებს,რომელთაც „პითაგორელებად” მოიხსენიებდნენ,მამლის მოკვლა და ცერცვის ჭამა კატეგორიულად ეკრძალებოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)