ნოვალისი – „რა არის სინდისი?”
„სინდისი ყველა ადამიანს დაბადებით დაჰყვება თან შუამავლად.იგი ღმერთის მოციქულია დედამიწაზე და ამიტომაც ბევრისთვის უზენაეს საბოლოო ცნებად ქცეულა; მაგრამ ეს ამაღლებული,ყოვლისმომცველი პიროვნული თვალსაზრისი რაოდენ უცხო იყო დღემდე მეცნიერებისათვის,სიკეთის ანუ ზნეობის შესახებ მოძღვრებად რომ იწოდება! სწორედ რომ სინდისში ვლინდება ადამიანის ჭეშმარიტი არსი,იგია ზეციური პირველსახე ადამიანისა; სინდისზე ვერც ამას იტყვი და ვერც იმას; მას ვერც ზოგადი ცნებებით განმარტავ და ვერც ზნეობის წესთა ჯამს უწოდებ! არსებობს მხოლოდ ერთიანი სიკეთე,ესაა წმინდა,დადუღებული ნება,რომელიც უკანასკნელ წუთში უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას და არჩევანს ახდენს.სინდისის საუფლო ცოცხალი,თავისთავადი განუყოფლობაა; იგი განასულიერებს ადამიანის სხეულის ნაზ სიმბოლოს და უნარი შესწევს მისი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული ჭეშმარიტებას აზიაროს!” – (ავტორი გენია.ჯი)