„კეადა”

ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო სპარტაში სასიკვდილოდ განწირულთათვის ყველაზე საშინელ სასჯელად მიჩნეული იყო - „კეადაში” ჩაგდება. (ავტორი გენია.ჯი) რას წარმოადგენდა „კეადა”? – სპარტაში და ზოგადად,მთელ საბერძნეთში,ისევე როგორც ყველა მთაგორიან ქვეყანაში,საშინელი ავდრები იცოდა,როცა ჭექა-ქუხილისაგან ცას ზანზარი გაჰქონდა და დაუნდობელი წარღვნა (მიწისძვრები) ანადგურებდა სოფლებსა და ქალაქებს.ამ დროს ხალხი იჩქაროდა,როგორმე მოელბო ოლიმპიელი ღმერთების მეთაურის – ზევსის გული,რომელიც ცეცხლოვან ისრებს აფრქვევდა და აზანზარებდა დედამიწას.მას შემდეგ,რაც ზევსს ურიცხვი შესაწირავი გულს მოულბობდა,წარღვნა წყდებოდა,თუმცა საშინელი მიწისძვრებისაგან დედამიწაზე რჩებოდა უძირო,მყრალი ნაპრალები,რომლებიც ძველ ბერძნებს დიდი ზევსის რისხვას მოაგონებდათ.სწორედ ასეთი სახის ნაპრალებს მოიხსენიებდნენ ისინი „კეადებად”.ლაკედემონში არსებული უძველესი ნაპრალი (კეადა) წარმოადგენდა იმ ადგილს,რომელშიც სპარტელები სახელმწიფო დამნაშავეებსა და ურჩ მონებს ჰყრიდნენ.ამაზე საშინელი სასჯელი კი სპარტელი ხალხისათვის არ არსებობდა.ცნობისათვის,ერთადერთი ადამიანი,რომელიც კეადაში ჩაგდების შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა ცოცხალი,მესენელთა უმამაცესი მხედართმთავარი და სპარტას დაუძინებელი მტერი – არისტომენე გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>