როგორ ეპყრობოდნენ ურჩ ხელოვან ყმებს რუსი მემამულეები?
XIX საუკუნეში მაცხოვრებელ რუს მემამულეებს განათლებულობის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად მიაჩნდათ,თუ მათ კარზე ყმა მხატვრები და ზოგადად რომ ვთქვათ,ხელოვანები ეყოლებოდათ დასაქმებულნი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ყმა ხელოვანები ყველაზე გავლენიანი და მდიდარი რუსი მემამულეების უცილობელ „ატრიბუტებს” წარმოადგენდნენ (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია).თუმცა-კი,ცნობილია,რომ იმ დროის რუსი მემამულეები მათ მფლობელობაში არსებულ ყმა ხელოვანებს ურჩობის შემთხვევაში უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ.ხშირი იყო მათი დროდადრო გაწკეპვლა.რიგ შემთხვევებში მხატვრებს სიკვდილის პირამდეც კი სცემდნენ.აღნიშნული მოვლენის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს თავად გოლიცინის მფლობრლობაში არსებული ყმა არქიტექტორი,გვარად – ბელოზეროვი.ბელოზეროვმა მარფინოში ეკლესია კი ააშენა,მაგრამ გოლიცინს უარი განუცხადა ეკლესიის შიგნით სვეტების აღმართვაზე,რადგან ვარაუდობდა,რომ სვეტები დააუშნოვებდნენ ტაძრის მსუბუქ არქიტექტურას.ყმა არქიტექტორის უარმა თავადი გიოლიცინი იმდენად განარისხა,რომ უმალვე ბრძანა ცემაში ამოეხადათ სული უბედური ყმისათვის.სასტიკი ცემის შედეგად გარდაცვლილი ბელოზეროვი გოლიცინისვე ბრძანებით მისივე აგებული ეკლესიის გალავანთან დაასაფლავეს,ხოლო იმ ქვაზე,რომელიც არქიტექტორის საფლავზე დაიდგა,ამოკვეთილი იქნა მიზეზი მისი გარდაცვალებისა,რათა ჭკუის სასწავლებლად გამოდგომოდათ ბატონის გაუგონარ ყმებს. – (ავტორი გენია.ჯი)