“ძველბერძენი გენიოსების ნაკვესები”…

“ფოთოლთა მოდგმას ემსგავსება მოკვდავთა მოდგმა”.

ჰომეროსი

“ღვთაებამ მოკვდავთ არ არგუნა რამე სახსარი,

არც ის ასწავლა – ღვთისთვის როგორ ეამებინათ”.

თეოგნიდე

“მკვდარი ვარ.მკვდარი – ტალახია,მიწაც ტალახი.

მიწა ღმერთია? მაშ მეც თურმე ღმერთი ვყოფილვარ”.

ეპიქარმე

“ვარსკვლავებს ვუმზერ,ო,ვარსკვლავო,ნეტავ ცა ვიყო,

რომ უთვალავი თვალი მქონდეს და შენ გიყურო!”

***

“ოქრო იპოვა ერთმა კაცმა.თოკი დააგდო,

რომ ვინც დაჰკარგა ოქრო,ყულფი მზად ჰქონოდა”.

პლატონი

“ვინცა ეროსი ამ წყაროსთან დასვა,ეტყობა,

ფიქრობდა მის ცეცხლს წყაროს წყალი გაანელებდა”.

ზენოდოტე

“მძვინვარე ტალღამ მე დამღუპა,შენ რაღა გაკრთობს:

მე შმთანთქა,სხვები ნავსადგურთან ხომ მიიყვანა!”

თეოდორიდე

“მე შენი მიყვარს ყველაფერი,გარდა თვალების,

რადგან უნებურ ნეტარება მათ სხვისთვის მოაქვთ”.

რუფინუსი

“მთელი სიცოცხლე მოკლედ უჩანს ბედნიერ კაცსა,

ერთი ღამეც კი ბედკრულისთვის ულეველია”.

***

“თუ ფიქრობ,წვერთან ერთად სიბრძნეც წამოგეზრდება,

თხა წვერცანცარა თვით პლატონი ყოფილა მაშინ”.

ლუკიანე