ასე გენიალურად აღწერა „მარადიული ქალაქის” ღამე და დილა კონსტანტინე პაუსტოვსკიმ
„ღამე დიდებული,ვითარცა შორეული წარსული,ჩამოსწოლოდა „მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომს.გეგონებოდათ,ღამეული ზეცა ატლანტებს შეუდგამთ თავიანთ განიერ მხრებზე და დაღლილობისაგან მიწისაკენ სულ უფრო მეტად და მეტად დახრილები,ვარსკვლავებს მიწასთან აახლოვებენო.
გამოუცნობი ქალაქი გაწოლილიყო ფერხთით.დიდხანს დავცქეროდი მას,ვცდილობდი გამერჩია დიდებული ნანგრევები და შევკრთი – სიბნელეში აღმართულიყო ტაძრის ვეება,ღამეზე უფრო შავი გუმბათი.ეს იყო წმინდა პეტრეს ტაძარი.
თენდება… დილით თავზე ჩამოეღვარა რომაული უძირო ზეცა.ოთახი ცისფერმა ჰაერმა გაავსო.მღეროდნენ შადრევნები.რეკდნენ ზარები.ქვემოთ,ვიწრო მოედანზე,ბოსტნეულის გამყიდველი იტალიელი ქალები ილანძღებოდნენ,თავგამეტებით გაჰყვიროდნენ ჩალვარდები”. – (ავტორი გენია.ჯი)