მიხეილ ჯავახიშვილი – „ეპიზოდი”
1899 წლის დამლევს გენიალური ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – მიხეილ ჯავახიშვილის სიონში განთავსებულ სახლს,როგორც შემდგომში გაირკვა,მეზობლები დასცემიან თავს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,მათ თურმე ლიტერატორის უმცროსი დის, – სოფიოს მოტაცება სურდათ (სხვა ვერსიით თავდასხმის მიზნად ძარცვას ასახელებენ).ამ დროს სახლში მხოლოდ მანდილოსნები და მოჯამაგირე იმყოფებოდნენ.მიხეილის ოჯახის წევრმა მანდილოსნებმა მოძალადეებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს,რისთვისაც მომხვდურებმა უმწეო ღვთის ქმნილებები მხეცურად ამოხოცეს.მოკლულებს შორის იმყოფებოდნენ მიხეილის და,დედა, და მოჯამაგირე.თუმცა სამწუხაროდ,ეს უდიდესი ტრაგედია ახალგაზრდა ჯავახიშვილისათვის უკანასკნელი არ ყოფილა,რადგან ამ უბედურებამ სიცოცხლე ნაადრევად მოუსწრაფა მიხეილის მამას – საბასაც.ამრიგად,მიხეილ ჯავახიშვილი ოცი წლის ასაკში დაობლდა.მოგვიანებით,ალბათ ამიტომაც წერდა გენიალური ქართველი მწერალი – „არის დანაშაული,რომლის დავიწყება ისევე ძნელია,როგორც მეძავისაგან თავისი წარსულისა.ამას მოსდევს უიმედობა,ურწმუნოება,დამცირება,აპათიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)