„აღსარების” ჩაბარების ისტორიიდან…

ყველაზე შორეული დროის ყველა რელიგია წარმოგვიდგენს მონანიებისა და შეწყალების ცერემონიათა სხვადასხვა სახის ნიმუშებს.პირველყოფილ საზოგადოებაში წარმოდგენა „აღსარების” შესახებ განუყრელად გახლდათ დაკავშირებული თვით დანაშაულის გაგებასთან (ცოდვად მიიჩნეოდა ყოველივე ის,რაც ტომის კანონის დარღვევას წარმოადგენდა დანაშაულის ყოველგვარი მორალური შეფასების გარეშე). (ავტორი გენია.ჯი) წმინდა ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება,წარუმატებლობა ნადირობის ან თევზჭერის დროს,საკუთარი კლანის ქალთან დაკავშირება,ტომის ერთ-ერთი წევრის მკვლელობა – ეს ყოველივე ცოდვად მიიჩნეოდა.ცოდვა რომ განდევნილიყო,საჭირო იყო ცოდვის ჩამდენს იგი ყველას გასაგონად ეღიარებინა ან გვარის ბელადს გამოეცხადებინა.ნიშანდობლივია,რომ მსგავსი წესჩვეულებანი დღემდეა შენარჩუნებული აფრიკის,ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის,აზიის,არქტიკის,მელანეზიისა და ოკეანიის ბევრ ხალხებში.

უძველეს ბაბილონში მომნანიებელი ვალდებული იყო წარსმდგარიყო შემლოცველის წინაშე,ეღიარებინა ჩადენილი ცოდვები,ან ის ცოდვები,რომლის ჩადენაც მას შეეძლო.ამ დროს ქურუმი ცოდვილს უკითხავდა დანაშაულთა გრძელ სიას.განცმენდის წესჩვეულება ცერემონიით მთავრდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალი წლის დღეს მთელი ხალხის ცოდვები მაგიის დახმარებით ბებერ თხაში (ხეჸებში – ცხვარსა და ბატკანში) გადადიოდა,რომელიც შემდგომ ცოდვების ტვირთთან ერთად დასაკლავად მიჰყავდათ მოშორებულ ადგილზე.მოგვიანებით აღნიშნული წესი გავრცელებული იქნა ებრაელებშიც.თუმცა,ბაბილონელებისაგან განსხვავებით,ამისათვის დანიშნული იქნა ებრაელების ახალი წლის შემდეგ მეათე დღე,რაც თავის მხრივ,შემოდგომის დასაწყისს ემთხვეოდა.აღნიშნულ დღეს ებრაელები – „კიპურის დღედ”, ანუ – „ცოდვების საზეიმო გამოსყიდვის დღეს” უწოდებდნენ.

ძველ ეგვიპტელებთან ვხვდებით სპეციალურ სააღმსარებლო წესჩვეულებების აღწერას მიცვალებულებისათვის.ოსირისის მეთაურობით ღმერთების მნიშვნელოვანი შეკრების წინ, 42 მოსამართლის თანდასწრებით,რაც შეესაბამებოდა ძველი ეგვიპტის ოლქების რიცხვა.მომაკვდავ ეგვიპტელს უნდა ეთქვა: „მე ცოდვა არ ჩამიდენია,არ ვაიძულე ეტირნა და ეშიმშილნა,არ მომიკლავს” და ასე შემდეგ.დასასრულ სასწორზე წონიდნენ გარდაცვლილის გულს.თუ მომაკვდავის მიერ თქმული ყველაფერი მართალი იყო,მიცვალებულს გაამართლებდნენ, და ის შედიოდა ოსირისის სამეფოში,თუ არა – მას ღმერთების სასჯელი ელოდა.

სპარსეთში აღსარება მომაკვდავს უნდა წარმოეთქვა განსაკუთრებით წმინდა თუ არაწმინდა კანონის დარღვევის შემთხვევაში.წესჩვეულების დასასრულს აღსარების მიმღები ქურუმი სასიკვდილო სარეცელზე მყოფს ტუჩებზე რამდენიმე წვეთ ჰაომას (წმინდა სასმელს) აფრქვევდა,რაც დამამთავრებელ მირონცხებას ნიშნავდა.ეს ინდო-ირანული სასმელი სანსკრიტულ ენაზე – სომად იწოდებოდა.მას ამზადებდნენ წყალში,რძეში ან თაფლში ნარევი ერთ-ერთი მათრობელა მცენარის წვენით.ბერძნები ამ სასმელს – „უკვდავების წამალს” ეძახდნენ.

ბუდისტებში ცოდვების საჯაროდ მონანიება ყველასთვის სავალდებულოა,ვინც კი ბერ-მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.ეს ცერემონია თვით ბუდას მიეწერება.აღსარების წესჩვეულებას თვეში ორჯერ ასრულებენ,სავსე და ახალი მთვარის დროს, და მასში მთელი თემი მონაწილეობს.უხუცესი ხმამაღლა კითხულობს შეცოდებათა გრძელ სიას,სამგზის მოუწოდებს თითოეულ დამსწრეს დაფიქრდეს და ცოდვები მოინანიოს.დუმილი წმინდა სინდისის ნიშანია.

ქრისტიანულ რელიგიაში ცოდვების მღვდელთან განმარტოებით მონანიებამ მხოლოდ შუა საუკუნეებში აიღო სათავე და თეოლოგიური და საწესდებო კურთხევა მიიღო არა-უდიდეს 1215 წელს.ლატერანის IV კრების შემდეგ.კურთხევის მსგავსი ფორმები ქრისტიანობამ პირველ საუკუნეებში სრულებით არ იცოდა.თუმცა კი,მოქმედებდა საჯარო აღსარების პრაქტიკა. 789 წელს ფრანკთა მეფე – კარლოს დიდი შეეცადა თავისი იმპერიის მორწმუნეთა შორის ისეთი აღსარების ფორმა შემოეღო,რომლის მიღებასაც ყველა მღვდელი შესძლებდა თავისი მრევლისაგან.მაგრამ კიდევ რამდენიმე საუკუნე გახდა საჭირო,ვიდრე ეკლესია გადაწყვეტდა,რომ აღსარება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულო ქმედებად გაეხადა წელიწადში ერთხელ მაინც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>