კვინტუს სერტორიუსი – „ეპიზოდი”
განსაკუთრებული სიმამაცითა და გულადობით სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავრი და პოლიტიკური მოღვაწე – კვინტუს სერტორიუსი (ძვ.წ.აღ-ით 120-73 წლები),რომელსაც ცალი თვალი ერთ-ერთი ბრძოლისას გამოთხარეს შუბით,მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამაყობდა ამით და ამბობდა: „სხვები ყოველთვის ვერ ატარებენ საგმირო საქმეთა დამამატკიცებელ ჯილდოებს,იხსნიან საპატიო ყელსაბამებს,ინახავენ შუბებსა და გვირგვინებს,მე კი ჩემი სიმამაცის დასტური მუდამ თან მაქვს,ასე რომ ჩემი მხილვენი ჩემს უბედურებასთან ერთად ჩემი სიქველის ნიშანსაც ხედავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)