რატომ უწოდეს პრეციას „მეგობრების განსაკუთრებულად მოყვარული ქალის” სახელი?
სხვადასხვა ისტორიული წყაროების მტკიცებით (მათ შორის პლუტარქეს ცნობითაც),ძველ რომში ცხოვრობდა ერთი ულამაზესი და მეტად თამამი თვისებების მქონე მეძავი ქალი,სახელად - პრეცია. (ავტორი გენია.ჯი) ამ მედიდურ და ამაყ პერსონაზე თქვენი ყურადღება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოების გამო გავამახვილე: პრეცია სხვა მეძავი ქალებისაგან იმით გამოირჩეოდა,რომ უმეტესწილად მის მშვენიერ და უნაკლო სხეულს ერთგული მეგობრების გამო სწირავდა გავლენიან და მდიდარ მამაკაცებთან,რათა მათი უშუალო დახმარებით გაეკაფა გზა საკუთარი მეგობრებისათვის ცხოვრებაში.როგორც ამბობენ,პრეცია ასეთი უჩვეულო და აღვირახსნილი ქმედებით მრავალ მეგობარს შეეწია თავიანთი მისწრაფებების აღსრულებასა და სხვადასხვა საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობების დაკავებაში.სწორედ ამიტომაც უწოდეს მას რომაელებმა – „მეგობრების განსაკუთრებულად მოყვარული ქალის” სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)