იცით თუ არა,რომ
1. საინტერესოა ის გარემოება,რომ ქრისტიანული ლიტერატურის პირველი ლათინური ნაწერები გამოჩნდნენ არა რომში და, საერთოდ,არა იტალიაში,არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში.ნიშანდობლივია ისიც,რომ პირველი რომაელი ეპისკოპოსი,რომელსაც ლათინური სახელი – ვიქტორი ერქვა (II საუკუნის ბოლო),წარმოშობით აგრეთვე აფრიკიდან იყო.
* * *
2. იმისათვის,რომ ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეების გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და სწავლულს – პლატონს უცხო ქვეყნებში ემოგზაურა და მოგზაურობის ხარჯი დაეფარა,ზეთის გაყიდვას მიჰყო ხელი.
* * *
3. დედამიწაზე არსებული ყველა მდინარის წლიური ენერგია დაახლოებით იმდენია,რამდენიც საჭირო იქნებოდა 70 მილიონი ტონა ტვირთის ასატანად ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან მთვარეზე!
* * *
4. დასავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე არსებულ მდინარე – ობს,რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი შესართავი გააჩნია, – „რუსეთის ამაზონად” მოიხსენიებენ.
* * *
5. ალმასი პირველი კლასის ძალზე ძვირფასი ბუნებრივი მინერალია,რომელიც ბუნებაში იშვიათად გვხვდება.გაგლუვებულ და დაწახნაგებულ ალმასს ბრილიანტს უწოდებენ.ეს გახლავთ ძვირფასი ქვა,რომელიც ოქოზე ბევრად უფრო ძვირად ფასობს და მისი ყველაზე ძვირფასი თვისება არის არა მისი წახნაგების საუცხოო ბზინვა და ფერთა ციალი,არამედ – არაჩვეულებრივი სიმაგრე,სიმტკიცე და ქიმიური მდგრადობა.ალმასს ვერც ერთი სახის მჟავა,თვით ყველაზე ძლიერიც კი ვერ შლის (სიმაგრის სკალის მიხედვით ალმასს აქვს უმაღლესი შეფასება – 10 ბალი).
* * *
6. აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ქალაქმა კალკუტამ,რომელსაც „ჯუთის დედოფლად” მოიხსენიებენ,თავისი სახელწოდება შივას მეუღლის,სასტიკი ქალღმერთის – კალის (კალიგჰატის) პატივსაცემად მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. ბუნებრივი კაუჩუკი მსხვრევადია და არამტკიცე.მეცნიერებს ძალიან ბევრი შრომის გაწევა დასჭირდათ,რომ კაუჩუკის ეს ნაკლი თავიდან აეშორებინათ.
* * *
8. საფრანგეთის ტერიტორიაზე პირველი მსოფლიო ომის პერიოდში არსებულ საავიაციოს სკოლას,სადაც ხშირი გახლდათ უბედური და ტრაგიკული შემთხვევები, – „მოწაფე-გვამების კატორღად” მოიხსენიებდნენ.
* * *
9. მას შემდეგ,რაც პელოპონესის პერიფერიაში მაცხოვრებელმა არკაიელებმა თავიანთი მეფის – არისტოკრატეს ღალატი შეიტყვეს (სპარტელებს შეეკრა),იგი წვეტიანი ქვებით ჩაქოლეს და სამუდამოდ დაადუმეს.მოღალატე მეფის უსულო გვამს კი,რომელიც არკადიული მიწიდან ზიზღით გაათრიეს, – საკუთარ მიწაზე დამარხვაც არ აღირსეს.
* * *
10. იესო ქრისტეს ჯვარზე წამების აღსანიშნავად,მოციქულთასწორად წოდებულმა რომის იმპერატორმა – კონსტანტინე I დიდმა (272-337 წლები) გადაწყვიტა ადამიანების (მათ შორის მონების,სამხედრო ტყვეებისა და დამნაშავეების) ჯვარზე გაკვრის პრაქტიკა გაეუქმებინა. – (ავტორი გენია.ჯი)