„დამაკვირდი”

1. „ზოგი ორთავ თვალს დაითხრის, ოღონდ კი მისი მტერი ცალი თვალით დაბრმავდეს”. - ძველი ესპანური ანდაზა

* * *

2. „ჩემი აზრით, ჭეშმარიტსა და გონიერებაზე დამყარებულ სიკეთეს ვერარა ბედი ვერ აქცევს ბოროტებად, მაგრამ ადვილი შესაძლებელია წესიერსა და ბუნებით კარგ კაცს დაუმსახურებლად გადატანილ უბედურებათა გამო ბედთან ერთად ხასიათიც შეეცვალოს”. – მესტრიუს პლუტარქე

* * *

3. „საკმარისია ცოტა მოიზარდო და მოწყალე ღმერთი მაშინვე ბედისანაბარა მიგატოვებს”. – ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

* * *

4. „სიმწრის ნაოჭები რომ დაეტყობა კაცს ტუჩის კუთხეებში, ეს დამარცხების პირველი ნიშანია”. – ერნესტ ჰემინგუეი

* * *

5. „ის, რაც ერთი ხელის მოქნევით დაუძლეველია, ადვილად კეთდება თანდათანობით. განუწყვეტელ,დაჟინებულ მოქმედებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, მისი შემწეობით დრო ამსხვრევს და ანადგურებს ყოველგვარ ძალას. იგი კეთილი მოკავშირეა იმისა, ვინც გონების თვალით ზომავს თავის დროსა და ჟამს და სასტიკად მტრობს უდროოდ აჩქარებულ კაცს”. – კვინტუს სერტორიუსი

* * *

6. „დაიხსომეთ, რომ ღატაკის რჩევას, რაც არ უნდა ჭკვიანური, სასარგებლო იყოს, არავინ მიუგდებს ყურს, ღარიბი კაცი რჩევა-დარიგებით თავს არ უნდა აბეზრებდეს დიდებულ, თავდაჯერებულ ხალხს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაზე უკეთ იციან ყველაფერი. ღატაკის სიბრძნე ვერასოდეს თავს ვერ გამოიჩენს, რადგან გაჭირვება და სიღარიბე მის სიბრძნეს ბურუსში ჰხვევს და, თუ ოდესმე ამ ბურუსს გაჰკვეთს და გამოჩნდება, ხალხი მას სისულელედ ჩათვლის, ითაკილებს კიდეც მისგან რჩევის მიღებას”. – მიგელ დე სერვანტეს საავედრა – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „ყველაფერი, რაც ომთანაა დაკავშირებული, ძალადობის წარმომქმნელია”.

* * *

8. „ვერ ვიტან, ბრაზი მაღხრჩობს, როცა ვხედავ, რომ ადამიანი კარისკაცის ადგილზე ოცნებობს, მაგრამ როგორც კი მიაღწევს საწადელს, მაშინვე ბედი სამდურავს მოჰყვება, წუწუნებს, ჩივის, თავბედს იწყევლის, გაჩენის საათს გმობს, ამბობს, რომ ბედის უკუღმართობამ კეთილდღეობის მწვერვალიდან ასეთ ყოფაში ჩააგდო, ისე გააუბედურა, რომ კარის კაცად მუშაობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „ვისაც სხვისი მოტყუება ჩვევად აქვს და სიამოვნებას პოულობს ამაში, თავის მომტყუებელს აღარ უნდა დაემდუროს”. – მიგელ დე სერვანტეს საავედრა

* * *

10. „საზოგადოება იმთავითვე დამყარებულია ასეთ პრინციპზე: ან შენ ძარცვავ სხვას, ან სხვა გძარცვავს შენ, ან შენ მუშაობ სხვისთვის, ან სხვა მუშაობს შენთვის, ან მონათმფლობელი ხარ, ან მონა”. – ვლადიმერ ლენინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>