პიუს IX-ს შესახებ…
ჯიოვანი-მარია მასტაი-ფერეტი – ასე ერქვა ერისკაცობაში „დედამიწაზე ქრისტეს მოადგილედ” წოდებულ რომის რიგით 255-ე პაპს - პიუს IX-ს (1792-1878 წლები). (ავტორი გენია.ჯი) გრაფის ვაჟი,ჯალათი,მკვლელი,ყალბი ფულის მჭრელი,ზნედაცემული პაპი და დუხჭირი მბრძანებელი,რომელიც ვატიკანს არაჩვეულებრივ დიდხანს, 32 წელი განაგებდა, 1846 წლიდან 1878 წლამდე.ვიდრე პაპის ტახტზე ავიდოდა,სახელი მხოლოდ და მხოლოდ სასიყვარულო ინტრიგებით დაიგდო.სხვათა შორის,სამხედრო კარიერას უმზადებდნენ,მაგრამ ბნედა აღმოაჩნდა და ვერსად ადგილი ვერ ჰპოვა,გარდა კათოლიკური ეკლესიისა.გრაფის წოდება,კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავრის ანაფორა თუ სინდისი? – პირველი ფულსა და ძალაუფლებას აძლევდა,მეორე ნიღაბს ატარებინებდა,ხოლო მესამე -სრულებით არ გააჩნდა.„ანაფორიან დონჟუანად” სახელდებულ პაპს ქალებთან დაკავშირებული საჩორითო ცოდვების გარდა სხვა მრავალი „შემთხვევითი” ცოდვებიც გააჩნდა.ცნობილი ფაქტია,რომ საყვარელთან ერთან ეტლში მჯდომი და გაქცეული პიუსი გარიბალდის კარაბინერთა რაზმს „შემთხვევითვე” გადაურჩა.მოგვიანებით ფრანგების ხიშტებით ზურგმომაგრებული პაპის ბრძანებით უამრავი საეჭვო პირი იქნა მოკლული,რომელთაც შემდგომ მდინარე ტიბრში ჰყრიდნენ. და როდესაც ამის შესახებ პიუსს მოახსენეს,მან სწორედ მაშინ წარმოთქვა თავისი „ისტორიული სიტყვები”: „ – დაე,ჩააგდონ! ღმერთი გაარჩევს თავისიანებს!”
სწორედ ამიტომაც აღიარებდა თავის დროზე გერმანული წარმომავლობის მქონე რომი პაპი – ადრიან VI: „პაპი შეიძლება ცოდვილი იყოს თვით სარწმუნოების საკითხშიაც კი,ჩვენ ერეტიკოსი პაპებიც გვყოლიაო!” – (ავტორი გენია.ჯი)