ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის სამხედრო მფრინავების სკოლის კურსანტს – ანტუან სენტ-ეგზიუპერს (1900-1944 წლები) ერთხელ ზემდეგებმა კარტოფილის გაფრცქვნა დაავალეს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,მომავალ დიდ ფრანგ მწერალს თითიც კი არ გაუნძრევია.მოულოდნელად,შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილ და გონეგაფანტულ ჯარისკაცს სამზარეულოდან მომავალი ზემდეგი წამოადგა თავზე. (ავტორი გენია.ჯი) ანტუანმა თითქოს ვერ დაინახა,არც განძრეულა,მხოლოდ თვალები აუციმციმდა ეშმაკურად.ეგზიუპერის წინ აზიდულმა და გამძვინვარებულმა ზემდეგმა ანტუანს უხეშად ჰკითხა:
- აჰა,მაშ არ მუშაობთ?
- როგორც ხედავთ… – მიუგო ეგზიუპერმა.
- არ გინდათ მუშაობა?
- პირიქით,ვოცნებობ…
- რატომ არ ფცქვნით კარტოფილს?
- დანა არა მაქვს.
- დანა არა გაქვთ? რატომ?
- რა ვიცი,არ მომცეს.
- როგორ თუ არ მოგცეს?
- ვერ გეტყვით.აქ რომ ჩამოვედი,კარდალა,მათარა,კოვზი,ჩანგალი – ყველაფერი მომცეს,აი,დანა კი არ მოუციათ. – და რიგითმა დე სენტ-ეგზიუპერმა ისე მიამიტად შეხედა ზემდეგს,რომ ის შეცბა და ალბათ პირველად დაფიქრდა,რატომ ახალწვეულებს კარდალას,კოვზსა და ჩანგალთან ერთად დანასაც არ აძლევენო.
ბოლოს ზემდეგი გამოერკვა ღრმა ფიქრებიდან და დაიღრიალა:
- მიმიფურთხებია! სულ ერთია,გაფცქვენით კარტოფილი!
ამ დროს ანტუანი დაიხარა,აიღო კარტოფილი და პროტესტის ნიშნად,მონდომებით დაუწყო მას ფრჩხილებით ქერქის გაცლა… – (ავტორი გენია.ჯი)