როგორ შეურაცხყო თავის პამფლეტში მაქსიმ გორკიმ საფრანგეთი?

„არ ჩაიდინოთ ისტორიული ბოროტმოქმედება და ერთი კაპიკი ფული არ მისცეთ რუსეთის მთავრობას! მას კავშირი არა აქვს ხალხთან,მილიონთა გულებმა უკვე დასაღუპად გასწირეს იგი…” – მოუწოდებდა თავის ხალხსა და მსოფლიო ქვეყნებს გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი და პროზაიკოსი – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში (1906 წელს) გორკისათვის ცნობილი გახდა,რომ მის საძულველ ხელისუფლებას საფრანგეთმა გაუწია დახმარება და გამოუყო სესხად ერთობ სოლიდური თანხა.აღნიშნულმა ფაქტმა იგი იმდენად აღაშფოთა,რომ საფრანგეთს ერთობ შეურაცხმყოფელი პამფლეტი უძღვნა:

„საფრანგეთი! ეს საყვარელი სიტყვა ყველასათვის,ვინც პატიოსანი და მამაცია,ჟღერდა,როგორც ძალზე საყვარელი სატრფოს საამო სახელი.რამდენი დიდი ადამიანი ახსოვს შენს წარსულს! შენი ბრძოლები – ხალხთა საუკეთესო დღესასწაული იყო და შენი ტანჯვა მათი უდიდესი გაკიცხვა.

რამდენი სილამაზე და ძალა ჩანდა შენს მიერ სამართლიანობის ძიებაში,რამდენი პატიოსანი სისხლი დაღვარე ბრძოლებში თავისუფლების გასამარჯვებლად!..

ოქროსადმი სიხარბემ სახელი გაგიტეხა,ბანკირებთან ურთიერთობამ გახრწნა სული შენი და მისი ცეცხლი ჭუჭყითა და უხამსობით ჩააქრო…

დიდო საფრანგეთო,ოდესღაც შენ იყავი მსოფლიოს კულტურული ბელადი,გესმის თუ არა ახლა შენი მოქმედების მთელი სიბილწე?

შენმა გამყიდველმა ხელმა დროებით ჩაკეტა გზა მთელი ქვეყნის თავისუფლებისა და კულტურისაკენ… შენი ოქროთი კვლავ დაიღვრება რუსი ხალხის სისხლი.

დაე ამ სისხლმა მუდმივი სირცხვილის წითელი ფერით შეღებოს შენი მატყუარა სახის დათენთილი ღაწვები!..

თვალებში გაფურთხებ ჩემს სისხლსა და ნაღველს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>